Робота для біженців з України
ფრანგულენოვანი ადმინისტრაციული ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფრანგულენოვანი ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: Geopard
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
კომპანია GEOPARD Consulting (http://www.geopard.ge) აცხადებს ვაკანსიას კლიენტი კომპანიისთვის ლოგისტიკის ფრანგულენოვანი ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე, რაც გულისხმობს სატრანსპორტო დოკუმენტების დახარისხებას, ბაზების განახლებასა და ბაზებში ინფორმაციის შეყვანა/დამუშავებას წინასწარ შემუშავებული პროცედურების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფრანგული ენის კარგ დონეზე ცოდნა.
** სასურველია ფრანგულენოვან ქვეყანაში ცხოვრების/სწავლის გამოცდილება.
** სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება სატრანსპორტო/ლოგისტიკის კუთხით (კომპანია უზრუნველყოფს კადრის სრულ გადამზადებას ადგილზე ან/და მივლინებას კლიენტ კომპანიასთან საფრანგეთში).
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
** გამართული წერითი კომუნიკაციის უნარი.
** სიზუსტე, აკურატულობა.
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა;
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი;
** სამუშაო საათები (ზაფხულის პერიოდში): 11:00 - 20:00 (1-საათიანი შესვენებით);
** ჰიბრიდული რეჟიმი: კვირაში 3 დღე ოფისიდან, 2 დღე დისტანციურად;
** დასვენების დღეები: შაბათი და კვირა;
** დაწყების თარიღი: დაუყოვნებლივ.

ანაზღაურება:

** საწყისი ხელფასი: 1 800 ლარი (ხელზე ასაღები);
** ხელფასის მატება: 12 თვეზე - 150 ლარი, 18 თვეზე - 150 ლარი, 24 თვეზე - 150 ლარი, 36 თვეზე - 100 ლარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV (ფრანგულად ან ინგლისურად) ელექტრონულ მისამართზე: rh@geopard.ge

გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე