"Burtbushela" - 2-7 წლის ბავშვების საფეხბურთო განვითარების აკადემია, რომელიც უკვე 3 ფილიალს აერთიანებს, ეძებს მოტივირებულ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს გაყიდვების მენეჯერის / ფილიალების კოორდინატორის პოზიციაზე.
სამუშაო პროცესი:
აგვისტოს თვეში კანდიდატის ძირითადი მოვალეობა იქნება:
** მშობლებთან აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია;
** ცივი და თბილი ლიდების დამუშავება;
** საცდელ ვარჯიშებზე ბავშვების ჩაწერა;
** სექტემბრის ჯგუფების შევსება და გაყიდვების განხორციელება.
სექტემბრიდან კანდიდატი დამატებით:
** იმოძრავებს ორ ფილიალში (ვარკეთილი და საბურთალო);
** გააკონტროლებს ფილიალების ყოველდღიურ პროცესებს;
** დაეხმარება მწვრთნელებსა და ადმინისტრაციას მიმდინარე საკითხების მოგვარებაში;
** გააგრძელებს მშობლებთან კომუნიკაციასა და გაყიდვების პროცესის მართვას;
** იზრუნებს მაღალი ხარისხის მომსახურებასა და მშობლების კმაყოფილებაზე.
მოთხოვნები:
** ძლიერი კომუნიკაციის უნარი;
** გაყიდვების გამოცდილება (სასურველია);
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
** მრავალ ამოცანაზე მუშაობის უნარი.
ანაზღაურება:
** 700 ლარი ფიქსირებული ხელფასი;
** ბონუსი გაყიდვების შედეგების მიხედვით.
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
** სწრაფად მზარდ კომპანიაში მნიშვნელოვანი როლის შესრულებას;
** გამოცდილების მიღებას როგორც გაყიდვების, ისე ოპერაციების მართვის მიმართულებით.
თუ გინდა იყო Burtbushela-ს ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი, გამოგვიგზავნეთ CV burtbushela@gmail.com და დაგიკავშირდებით.
|