"Burtbushela" - 2-7 წლის ბავშვების საფეხბურთო განვითარების აკადემია, რომელიც სწრაფად იზრდება, აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა ფეხბურთის მწვრთნელის პოზიციაზე.
ვაკანსია გამოცხადებულია შემდეგ ფილიალებში:
** რუსთავი
** თბილისი - ვარკეთილი
** თბილისი - საბურთალო
ძირითადი მოვალეობები:
** 2-7 წლის ბავშვებისთვის სახალისო და განვითარებაზე ორიენტირებული ვარჯიშების ჩატარება;
** უსაფრთხო, მეგობრული და პოზიტიური გარემოს შექმნა;
** აკადემიის სამწვრთნელო მეთოდოლოგიის დაცვა;
** მშობლებთან ეფექტური კომუნიკაცია საჭიროების შემთხვევაში.
მოთხოვნები:
** ფეხბურთის ცოდნა და სპორტული გამოცდილება;
** ბავშვებთან მუშაობის სურვილი და სიყვარული;
** პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და ენერგიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამწვრთნელო გამოცდილება სასურველია, თუმცა არა სავალდებულო - წარმატებულ კანდიდატებს ადგილზე გადავამზადებთ.
ანაზღაურება:
** პირველი 2 თვის განმავლობაში - თვეში 500 ლარი;
** წარმატებული მუშაობის შემთხვევაში ხელფასის ზრდის რეალური პერსპექტივა.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიულ განვითარებასა და გადამზადებას;
** მეგობრულ და ახალგაზრდულ გუნდს;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** სწრაფად მზარდ კომპანიაში მუშაობას.
თუ გიყვარს ფეხბურთი და ბავშვებთან მუშაობა, გამოგვიგზავნე CV burtbushela@gmail.com და დაგიკავშირდებით!
|