Робота для біженців з України
სისტემური ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სისტემური ოპერატორი
მომწოდებელი: InLogistics
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო / ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
გახდი "InLogistics"-ის გუნდის ნაწილი

"InLogistics" არის თანამედროვე 3PL (Third Party Logistics) კომპანია, რომელიც ბიზნესს სთავაზობს სასაწყობე მომსახურებას / მარაგების მართვასა და Supply Chain-ის სრულ ლოგისტიკურ სერვისებს. კომპანიის ოფისი მდებარეობს ლილოს დასახლებაში.

ჩვენი მიზანია, გავხდეთ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ლოგისტიკური პარტნიორი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს არა მხოლოდ მომსახურებას, არამედ ეფექტურ და ინოვაციურ ბიზნეს-გადაწყვეტებს.

კომპანია ეძებს სისტემურ ოპერატორს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრი და პასუხისმგებელი იქნება თანამედროვე სისტემური უზრუნველყოფის (Warehouse Management System) გამართულ ფუნქციონირებაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** პროგრამაში ახალი კლიენტების რეგისტრაცია;
** SKU ბაზის შექმნა;
** კლიენტების დავალების პროგრამაში რეგისტრაცია;
** დავალებების, პროგრამულად, თანამშრომლებზე გადანაწილება;
** კლიენტებთან კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელია:

** მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
** Microsoft Office-ის (Excel, Word, PowerPoint) ცოდნა.

ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად:

** გამოცდილება ლოგისტიკის, ტრანსპორტირების, სასაწყობე მომსახურების კომპანიებში პროგრამულ უზრუნველყოფაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა.

რას გთავაზობთ:

** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას;
** სწრაფი კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** პროფესიულ ტრენინგებსა და მუდმივ განვითარებას;
** თანამედროვე სამუშაო გარემოს;
** შესაძლებლობას იმუშაოთ ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ლოგისტიკურ კომპანიაში;
** პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი. ლილოს დასახლება
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი
სამუშაო საათები: 09:00 - 18:00

როგორ უნდა გამოაგზავნო განაცხადი:

გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: n.phirtskhalashvili@inlog.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე