Робота для біженців з України
ავეჯის დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავეჯის დიზაინერი
მომწოდებელი: DRstudio
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო / ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
თუ გაქვს შეკვეთით დამზადებული კორპუსული ავეჯის დიზაინის შექმნის გამოცდილება, ფლობთ 3D ვიზუალიზაციის პროგრამებს და გსურთ იმუშაოთ პროფესიონალურ გუნდში, შემოუერთდით DRstudio-ს.

"DRstudio" აცხადებს ვაკანსიას ავეჯის დიზაინერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთან შეხვედრა და მისი საჭიროებების დეტალური შესწავლა.
** კონსტრუქტორის მიერ შესრულებული აზომვითი სამუშაოების საფუძველზე ინდივიდუალური ავეჯის დიზაინის შექმნა.
** 3D ვიზუალიზაციებისა (რენდერების) და პრეზენტაციების მომზადება.
** მასალების, ფერებისა და ფურნიტურის შერჩევა.
** პროექტის წარდგენა მომხმარებლისთვის და შეთანხმება.
** მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად პროექტში ცვლილებების განხორციელება.
** კონსტრუქტორთან მჭიდრო თანამშრომლობა პროექტის ტექნიკური შემოწმებისა და საბოლოო დამუშავების პროცესში.

მოთხოვნები:

** ავეჯის დიზაინერად მუშაობის გამოცდილება.
** 3D max-ის სრულყოფილი ცოდნა.
** Corona Renderer-ის ან V-Ray-ის ცოდნა.
** თანამედროვე ავეჯის დიზაინისა და ინტერიერის პრინციპების ცოდნა.
** ავეჯის მასალების და ფურნიტურის კარგი ცოდნა.
** მომხმარებელთან კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი.
** პასუხისმგებლობა, კრეატიულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

ანაზღაურება: ანაზღაურება ხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით (კვადრატულობით)

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას.
** თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს.
** საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობას.
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: აუთსორსი

გთხოვთ CV-ის თან დაურთოთ პორტფოლიო.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: drstudio.ge@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე