Робота для біженців з України
ავეჯის კონსტრუქტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავეჯის კონსტრუქტორი
მომწოდებელი: DRstudio
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო / ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
თუ გაქვს შეკვეთით დამზადებული კორპუსული ავეჯის კონსტრუირების გამოცდილება, ხართ პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული, შემოუერთდი ჩვენს გუნდს.

"DRstudio" აცხადებს ვაკანსიას ავეჯის კონსტრუქტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტზე გასვლა და ზუსტი აზომვითი სამუშაოების შესრულება.
** ინდივიდუალური ავეჯის კონსტრუქციული და ტექნიკური ნახაზების მომზადება.
** მასალების, დეტალებისა და ტექნიკური ნახაზების მომზადება.
** მასალების, დეტალებისა და ფურნიტურის სპეციფიკაციის მომზადება.
** შეკვეთის დოკუმენტაციის მომზადება და დასაჭრელად შესაბამის კომპანიაში გადაგზავნა.
** დიზაინერთან, საწარმოო გუნდთან და მონტაჟის ჯგუფთან მჭიდრო თანამშრომლობა.
** საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური საკითხების ოპერატიული გადაწყვეტა.

მოთხოვნები:

** ავეჯის კონსტრუქტორად მუშაობის გამოცდილება.
** AutoCAD-ის სრულყოფილი ცოდნა.
** ტექნიკური ნახაზების მომზადების გამოცდილება.
** შეკვეთით დამზადებული კორპუსული ავეჯის კონსტრუირების გამოცდილება.
** ავეჯის მასალების და ფურნიტურის კარგი ცოდნა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

ანაზღაურება: ანაზღაურება ხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით (კვადრატულობით)

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას.
** თანამედროვე და კომფორტულ გარემოს.
** საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობას.
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: აუთსორსი

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: drstudio.ge@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე