Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი/უძრავი ქონების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი/უძრავი ქონების აგენტი
მომწოდებელი: MyBina
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო / ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
უძრავი ქონების კომპანია აცხადებს ვაკანსიას: გაყიდვების მენეჯერი / უძრავი ქონების აგენტი

ჩვენ შესახებ:

ჩვენი კომპანია ახორციელებს მხოლოდ საკუთარ პროექტებს, ანუ ყიდის მხოლოდ თავის კუთვნილ ბინებს. ჩვენ არ ვართ საბროკერო და უძრავი ქონების სააგენტო, სადაც რეალტორები ტვირთავენ სხვადასხვა მეპატრონეების 50-100 ბინას ყოველდღე. კომპანია ამჟამად ერთდროულად მუშაობს დაახლოებით 5-7 ობიექტზე (ციფრი მზარდია). ეს ბევრად მარტივს, კომფორტულსა და ფოკუსირებულს ხდის გაყიდვების პროცესს.

გაითვალისწინეთ რომ ჩვენ არ ვეძებთ რიგით თანამშრომელს, რომელიც თუნდაც 1-2 წელიწადში ჩანაცვლდება სხვა კანდიდატით. ჩვენ ვეძებთ გუნდის ერთგულ წევრს, რომელთან ერთადაც გავაკეთებთ საინტერესო პროექტებს და მივაღწევთ ძალიან დიდ წარმატებებს.

ძირითადი მოვალეობები:

** ბინების მარტივი ფოტო/ვიდეო გადაღება (არ მოგეთხოვებათ ვიდეოში გამოჩენა)
** განცხადებების ატვირთვა, განთავსება და მართვა სოციალურ ქსელებში
** სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებზე ოპერატიული პასუხი
** კლიენტის თანხლება საჯარო რეესტრში ბინის გადაფორმებისას
** ბანკის შემფასებლის დახვედრა
** რეპორტინგი
** გაყიდვის შემდგომი (საჭიროების შემთხვევაში) ტექნიკური პრობლემური საკითხების აღრიცხვა და გუნდისთვის გადაცემა
** კომპანიისთვის ახალი, საინტერესო ბინების მოძიება
** ახალი ბინების მარტივი დისტანციური რეგისტრაცია კომუნალურ დაწესებულებებში

მოთხოვნები:

** სრულად თავისუფალი გრაფიკი (არ უნდა იყოს დასაქმებული სხვა ადგილას ან შეზღუდული დროში)
** გამართული მეტყველების უნარი
** პუნქტუალურობა
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** ესთეტიკურად სწორი ფოტო გადაღებისა და ვიდეო მონტაჟის ცოდნა
** მობილურობა (შეხვედრებზე გასვლის შესაძლებლობა)
** გამოცდილება ზოგადად გაყიდვების სფეროში ჩაითვლება უპირატესად (არ არის სავალდებულო უძრავი ქონების მიმართულებით)

ჩვენ გთავაზობთ:

** სამუშაო ტელეფონს და კორპორაციულ ნომერს
** ულიმიტო მუნიციპალურ სამგზავრო ბარათს
** სტაბილურ და ყოველთვის დროულ ანაზღაურებას
** მეგობრულ და მხარდამჭერ გარემოს, სადაც თითოეული წევრი გრძნობს თავს დაფასებულად
** თქვენზე მორგებულ და მოქნილ სამუშაო გრაფიკს

სამუშაო პირობები და ანაზღაურება:

** სამუშაო ფორმატი: ძირითადად დისტანციური (გამონაკლისია პოტენციურ მყიდველებთან შეხვედრები, ბინების ჩვენება და რეესტრში გაყოლა)
** სამუშაო საათები და გრაფიკი: 12:00-20:00. საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, გრაფიკის შეთანხმება შესაძლებელია სპონტანურადაც — სამუშაო პროცესში შესაძლოა იყოს პერიოდები, როდესაც მოგიწევთ მხოლოდ ელემენტარული დავალებების შესრულება ან რამდენიმე დღიანი დასვენება/პაუზა პროექტებს შორის (რომელიც ასევე იქნება ანაზღაურებადი)
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ₾ + ბონუსებით (საშუალოდ 3000 ₾-5000 ₾)

საკონტაქტო ინფორმაცია:

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე: mybinatbilisi@gmail.com

მნიშვნელოვანია:

გთხოვთ, CV-სთან ერთად აუცილებლად მოგვწეროთ მოკლე ინფორმაცია თქვენ შესახებ:

1. როგორ ხედავთ თქვენს როლს აღნიშნულ პოზიციაზე?
2. რაში ხედავთ ხიბლს მსგავს სამსახურში?
3. რა გაფიქრებთ ან რა გეჩვენებათ კრიზისულ მომენტად ამ საქმიანობაში?
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე