|
დასახელება:
სასაწყობო ინფრასტრუქტურის უფროსის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
ორბი ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
|
შპს "ორბი ჯგუფი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას სასაწყობო ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის უფროსის ასისტენტის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: შეთანხმებით
ვაკანსია - სასაწყობო ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის უფროსის ასისტენტი
ძირითადი მოვალეობები:
** სასაწყობე პროცესების კოორდინაცია და ოპერაციების ეფექტიანი მართვა;
** ამწე-დამტვირთველების გამართული და უსაფრთხო ექსპლუატაციის კონტროლი;
** მასალებისა და პროდუქციის მიღების, განთავსებისა და გაცემის პროცესების კონტროლი;
** FIFO/FEFO პრინციპის დაცვის უზრუნველყოფა;
** ძირითადი საშუალებების დაბარკოდების ორგანიზება;
** ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება და მხარდაჭერა;
** სასაწყობე სივრცეების ორგანიზება და მარაგების სწორი განთავსების კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, ინსტრუქტაჟი და დისციპლინის კონტროლი;
** შრომის უსაფრთხოებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვა;
** საჭირო დოკუმენტაციისა და საბაზისო პროგრამული ოპერაციების შესრულება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
** საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** საწყობში/ლოგისტიკაში კადრების მართვის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (საწყობის უფროსი, მიმართულების მენეჯერი ან ჯგუფის ხელმძღვანელი);
** მარაგების აღრიცხვის პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია 1C);
** MS Word-ისა და Excel-ის ცოდნა საშუალო დონეზე;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა (საწყის დონეზე).
პიროვნული უნარები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი.
თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარები აღნიშნული პოზიციის მოთხოვნებს შეესაბამება და გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV - etopuria@orbi.net-ზე.
გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ: "სასაწყობო ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის უფროსის ასისტენტი".
|
|
|
|