Робота для біженців з України
ინგლისური ენის კათედრის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისური ენის კათედრის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: სკოლა ახალი თაობა
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო / ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
სკოლა "ახალი თაობის" ამერიკული პროგრამა აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის კათედრის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

კათედრის ხელმძღვანელი ხელმძღვანელობს ინგლისური ენის მასწავლებელთა გუნდს I-XII კლასებში, პასუხისმგებელია ინგლისური ენის კურიკულუმის ხარისხსა და თანმიმდევრულობაზე და ადმინისტრაციასთან ერთად უზრუნველყოფს მის შესაბამისობას ამერიკულ საგანმანათლებლო სტანდარტებთან და Cognia-ს აკრედიტაციის მოთხოვნებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

** უმაღლესი განათლება ინგლისურ ფილოლოგიაში, ინგლისური ენის სწავლების, განათლების ან მომიჯნავე მიმართულებით (მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად)
** სასურველია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (60-კრედიტიანი კურსი ან ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა) გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი სტატუსი (უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებელი)
** ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ 3-5 წლის გამოცდილება, მათ შორის არანაკლებ 1-2 წელი ხელმძღვანელ, კოორდინატორის ან მენტორის პოზიციაზე (საერთაშორისო ან ამერიკული პროგრამის აკრედიტებულ სკოლაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად)
** ინგლისური ენის ფლობა C1-C2 დონეზე; საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (CELTA, DELTA, TESOL, IELTS/CPE) ჩაითვლება უპირატესობად

ძირითადი პასუხისმგებლობები:

კათედრის ხელმძღვანელობა

** ინგლისური ენის მასწავლებელთა გუნდის ხელმძღვანელობა, ზედამხედველობა და მხარდაჭერა
** ახალი მასწავლებლების შერჩევის, ადაპტაციისა და მენტორობის პროცესში მონაწილეობა
** გაკვეთილებზე რეგულარული დასწრება და სტრუქტურირებული, კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება
** კათედრის სხდომების დაგეგმვა და წარმართვა, შიდა პროფესიული განვითარების ღონისძიებების ორგანიზება
** კათედრის საათობრივი დატვირთვის განაწილება და სასწავლო რესურსების საჭიროებების მართვა

კურიკულუმი და სწავლება

** I-XII კლასების ინგლისური ენის კურიკულუმის შემუშავებისა და ვერტიკალური თანხვედრის უზრუნველყოფა
** კურიკულუმის შესაბამისობის უზრუნველყოფა ამერიკულ საგანმანათლებლო სტანდარტებთან და Cognia-ს აკრედიტაციის მოთხოვნებთან
** კათედრის მასწავლებლების მიერ მომზადებული გრძელვადიანი (წლიური) და მოკლევადიანი (სემესტრული, თემატური, გაკვეთილის) გეგმების განხილვა და დამტკიცება
** სახელმძღვანელოების, ციფრული რესურსებისა და დამხმარე მასალების შერჩევა და შეფასება
** საკუთარი საგაკვეთილო დატვირთვის შენარჩუნება კათედრის ფარგლებში

შეფასება და ანგარიშგება

** მოსწავლეთა პროგრესის შეფასების, აღრიცხვისა და ანგარიშგების ზედამხედველობა MAP შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად
** MAP-ისა და შიდა შეფასებების მონაცემების ანალიზი კათედრის დონეზე და შედეგების სწავლების პროცესში რეალიზება
** შეფასების თანმიმდევრულობისა და ობიექტურობის უზრუნველყოფა მასწავლებლებსა და კლასებს შორის (განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება)
** კათედრის საქმიანობის შესახებ ანგარიშგება სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა
** კოლეგებთან, მშობლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან სისტემატური და კონსტრუქციული თანამშრომლობა
** სპეციალურ მასწავლებელთან კოორდინაცია ინკლუზიური განათლების პრინციპების მხარდასაჭერად
** კათედრის წარმომადგენლობა აკრედიტაციის პროცესებში, სასკოლო ღონისძიებებსა და გარე კომუნიკაციაში
** პროფესიულ განვითარებასა და სკოლის აქტივობებში აქტიური მონაწილეობა

საჭირო კომპეტენციები:

** ინგლისური ენის სრულყოფილი ფლობა, გაკვეთილების ჩატარებისა და პროფესიული დისკუსიის ინგლისურ ენაზე წარმართვის უნარი
** ინგლისური ენის კურიკულუმისა და ამერიკული საგანმანათლებლო სტანდარტების სიღრმისეული ცოდნა
** კურიკულუმის დაგეგმვისა და კლასებს შორის თანხვედრის უზრუნველყოფის უნარი და არა მხოლოდ ცალკეული კლასის ფარგლებში მუშაობა
** სწავლების თანამედროვე, ინტერაქტიული, მოსწავლეზე ორიენტირებული მეთოდებისა და დიფერენცირებული მიდგომების ფლობა
** გაკვეთილზე დასწრების, სწავლების ხარისხის შეფასებისა და კოლეგების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის უნარი
** მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შეფასების მრავალფეროვანი ინსტრუმენტების ცოდნა, ობიექტურად გამოყენება და მონაცემების ინტერპრეტაციის უნარი
** კლასის ეფექტიანი მართვა, პოზიტიური, მზრუნველი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სასწავლო გარემოს შექმნა
** მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების იდენტიფიცირება და ინკლუზიური განათლების პრინციპების მხარდაჭერა
** ციფრული წიგნიერება: სკოლის მართვის ელექტრონული სისტემების, საგანმანათლებლო პლატფორმებისა და საოფისე პროგრამების ფლობა

პიროვნული თვისებები:

** კანდიდატი უნდა გამოირჩეოდეს მოზარდებისადმი კეთილგანწყობილი და ემპათიური დამოკიდებულებით, ემოციური მდგრადობითა და ტაქტით
** აუცილებელია მაღალი პროფესიული ეთიკა, პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის კულტურა
** ლიდერობის უნარი: სტანდარტების დადგენა, კოლეგების პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა და კონფლიქტის კონსტრუქციულად მოგვარება
** სასურველია ორგანიზებულობა, პუნქტუალობა და მუდმივი პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა

სკოლაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია

** პირადობის მოწმობის ასლი
** ავტობიოგრაფია / CV (სასურველია ინგლისურად)
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ატესტატი, დიპლომი)
** ფოტოსურათი ¾-ზე დაბეჭდილი და ციფრული ფორმით
** კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
** სერტიფიცირებული პედაგოგების შემთხვევაში — შესაბამისი სერტიფიკატის ასლი
** მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში მინიჭებული სტატუსის ამსახველი სერტიფიკატი
** ცნობა ნასამართლეობის შესახებ
** ცნობა სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლეობის შესახებ
** ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ

შერჩევის პროცესი

შერჩეული კანდიდატები მოწვეულნი იქნებიან გასაუბრებაზე, საჩვენებელი გაკვეთილის ჩასატარებლად და კურიკულუმის განხილვასთან დაკავშირებული მოკლე პრაქტიკული დავალების შესასრულებლად.

ჩვენ გთავაზობთ:

** ხელფასი განისაზღვრება ინდივიდუალურად, კანდიდატთან შეთანხმებით
** სასიამოვნო, გუნდური და თანამშრომლობაზე დაფუძნებული სამუშაო გარემო
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობები
** ეკოლოგიურად სუფთა გარემო, კარგად აღჭურვილი საკლასო ოთახები და ლაბორატორიები
** პოზიტიური სასკოლო კულტურა, ორიენტირებული მოსწავლეთა სწავლასა და კეთილდღეობაზე
განაცხადის გაგზავნა

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: ebakaradze@newge.edu.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: "ინგლისური ენის კათედრის ხელმძღვანელი"

სკოლა "ახალი თაობა" - ამერიკული განათლების ახალი სტანდარტი საქართველოში. თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დამუშავდება ვაკანტურ პოზიციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნებისათვის. სკოლაში დასაქმებასა და შერჩევის პროცესში სრულად გამოირიცხება ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე