Робота для біженців з України
აკადემიური კონკურსი - ბიზნესის სკოლა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აკადემიური კონკურსი - ბიზნესის სკოლა
მომწოდებელი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო / ბოლო ვადა: 09 სექტემბერი
"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" 2026 წლის 06 აგვისტოდან აცხადებს ღია კონკურსს პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებზე.

საკონკურსო ვაკანსიები:

** მონაცემთა მეცნიერება და მონაცემთა ინჟინერია: პროფესორი - 1 ვაკანსია
** ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება: პროფესორი - 1 ვაკანსია
** პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია: ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია
** ინტელექტუალური, ავტონომიური და კიბერფიზიკური სისტემები: ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია
** კიბერუსაფრთხოება: ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია

პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პირი აირჩევა 4 წლის ვადით.

აკადემიური თანამდებობის დაკავების კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი მოთხოვნები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით.

პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
** აკადემიური საქმიანობის ხედვა
** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა
** ინგლისური ენის B2+ დონის დამადასტურებელი დოკუმენტი
** შესაბამისი სასწავლო კურსის, კომპიუტერული მეცნიერების, ხელოვნური ინტელექტის ან მომიჯნავე მიმართულებით ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ავტორობა ან თანაავტორობა, მათ შორის — Scopus-ის ან Web of Science Core Collection-ის მიერ ინდექსირებულ ჟურნალებსა და საკონფერენციო კრებულებში გამოქვეყნებული ნაშრომები. შეფასებისას უპირატესობა მიენიჭება Q1 ან Q2 კვარტილის ჟურნალებში გამოქვეყნებულ სტატიებს
** ციტირების მაჩვენებლების არსებობის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს Google Scholar-ისა და Scopus-ის ან Web of Science-ის ავტორის პროფილების ბმულები, შესაბამისი h-ინდექსისა და ციტირების რაოდენობის მითითებით
** შესაბამის მიმართულებაში პრაქტიკული, კვლევითი ან ინდუსტრიული გამოცდილება, რომელიც შეიძლება დასტურდებოდეს განხორციელებული გამოყენებითი პროექტებით, შექმნილი ან დანერგილი ალგორითმებით, ხელოვნური ინტელექტის მოდელებით, პროგრამული პროდუქტებით, მონაცემთა ანალიზისა და ინტელექტუალური სისტემების გადაწყვეტილებებით, საერთაშორისო/ადგილობრივ საგრანტო პროექტებში მონაწილეობით (როლის მითითებით), პროფესიულ ქსელებში წევრობით ან დარგში საერთაშორისო საექსპერტო საქმიანობით

შენიშვნა: უპირატესობა მიენიჭება უკეთესი მაჩვენებლების მქონე კანდიდატს.

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
** აკადემიური საქმიანობის ხედვა
** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა
** ინგლისური ენის B2+ დონის დამადასტურებელი დოკუმენტი
** შესაბამისი სასწავლო კურსის, კომპიუტერული მეცნიერების, ხელოვნური ინტელექტის ან მომიჯნავე მიმართულებით ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ავტორობა ან თანაავტორობა, მათ შორის — Scopus-ის ან Web of Science Core Collection-ის მიერ ინდექსირებულ ჟურნალებსა და საკონფერენციო კრებულებში გამოქვეყნებული ნაშრომები. შეფასებისას უპირატესობა მიენიჭება Q1 ან Q2 კვარტილის ჟურნალებში გამოქვეყნებულ სტატიებს
** ციტირების მაჩვენებლების არსებობის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს Google Scholar-ისა და Scopus-ის ან Web of Science-ის ავტორის პროფილების ბმულები, შესაბამისი h-ინდექსისა და ციტირების რაოდენობის მითითებით
** შესაბამის მიმართულებაში პრაქტიკული, კვლევითი ან ინდუსტრიული გამოცდილება, რომელიც შეიძლება დასტურდებოდეს განხორციელებული გამოყენებითი პროექტებით, შექმნილი ან დანერგილი ალგორითმებით, ხელოვნური ინტელექტის მოდელებით, პროგრამული პროდუქტებით, მონაცემთა ანალიზისა და ინტელექტუალური სისტემების გადაწყვეტილებებით, საერთაშორისო/ადგილობრივ საგრანტო პროექტებში მონაწილეობით (როლის მითითებით), პროფესიულ ქსელებში წევრობით ან დარგში საერთაშორისო საექსპერტო საქმიანობით

შენიშვნა: უპირატესობა მიენიჭება უკეთესი მაჩვენებლების მქონე კანდიდატს.

თუ კონკრეტულ აკადემიურ თანამდებობაზე ძირითადი საკონკურსო კრიტერიუმებით შერჩეულ კონკურსანტთა რაოდენობა გადააჭარბებს საკონკურსო ვაკანსიების რაოდენობას, გამარჯვებულთა შესარჩევად გამოყენებული იქნება შემდეგი დამატებითი კრიტერიუმები:

** შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება
** სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები
** პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა
** საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში სწავლა/სწავლების გამოცდილება
** საერთაშორისო ორგანიზაციების სტრუქტურებში/პროექტებში საქმიანობის გამოცდილება

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი ფორმის შესაბამისად (მიუთითეთ მხოლოდ ერთი პოზიცია/მიმართულება) (იხ. დანართი)
** კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმით (იხ. დანართი)
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
** მიღებული განათლების/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტის ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში)
** სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ან/და შესაბამისი მიმართულებით პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები
** აკადემიური საქმიანობის ხედვა
** პუბლიკაციები
** შესაბამისი პროგრამის შემადგენელი/შეთავაზებული სასწავლო კურსის სილაბუსები
** ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ"
** ცნობა "უფლების ჩამორთმევის შესახებ" (საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმება/საქმიანობა ეკრძალება სქესობრივი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევ პირს ან/და სასამართლოს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებაჩამორთმეულ პირს)
** ინგლისური ენის (მინიმუმ B2+) დონის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი
** დარგის შესაბამისი 3-წლიანი სამეცნიერო კვლევის ხედვა (რომლის ხარისხი შეფასდება გარე შემფასებლების/ექსპერტების მიერ, ანონიმურობის პრინციპის დაცვით)
** ბოლო 3-5 წლის განმავლობაში განხორციელებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში

ინგლისური ენის კომპეტენცია კონკურსანტს დადასტურებულად ჩაითვლება ერთ-ერთ ქვემოთ მითითებულ შემთხვევაში:

** შესაბამის ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში
** შესაბამის ენაზე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის/სასწავლო კურსის სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში
** ენობრივი კომპეტენციის ფლობის საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელიც ადასტურებს კონკურსანტის მიერ შესაბამისი ენის არანაკლებ B2+ დონეზე ფლობას

B2+ დონის ენობრივი კომპეტენციის ფლობის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატებად მიიჩნევა:

** Cambridge English First (FCE)
** BEC Vantage
** IELTS 5.5
** TOEFL iBT 87-109
** Michigan ECCE
** PTE General Level 3
** PTE Academic 59-75
** Trinity ISE II
** UNIcert
** EnglishScore

აკადემიური კონკურსის მონაწილე, რომელიც ვერ დაადასტურებს ენობრივ კომპეტენციას, ვალდებულია:

** კომისიის წინაშე ჩაატაროს საჩვენებელი ლექცია ინგლისურ ენაზე ან
** ჩააბაროს ენობრივი კომპეტენციის ტესტირება უნივერსიტეტის მიერ მომზადებული საგამოცდო ტესტის მეშვეობით

ტესტის საკითხები და კომპეტენციის ზღვარი განისაზღვრება უნივერსიტეტის მიერ.

უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას კონკურსით შერჩეულ პირებს შესთავაზოს "ა" კატეგორიის აფილირების შეთანხმება, რომელიც მოიცავს ხელშეკრულების მოქმედების სრული პერიოდის განმავლობაში ყოველთვიურ, ფიქსირებულ ანაზღაურებას.

საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება ელექტრონული ფორმით უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ibsu.edu.ge

სათაურის ველში (Subject) უნდა მიუთითოთ შესაბამისი მიმართულება და აკადემიური თანამდებობა (გთხოვთ, მიუთითოთ მხოლოდ ერთი პოზიცია/მიმართულება).

ასევე, შესაძლებელია დოკუმენტაციის მატერიალური ფორმით წარდგენა უნივერსიტეტში, მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, №2, ოთახი №213.

საკონტაქტო ტელ.: +995 322 800 064

კონკურსთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ: hr@ibsu.edu.ge

უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. კონკურსანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მისი პერსონალური მონაცემები უნივერსიტეტის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის პირობას წარმოადგენს კანდიდატის მიერ აფილირებაზე წინასწარ გაცხადებული თანხმობა. ამასთან, წინასწარი თანხმობა აფილირების შესახებ არ ნიშნავს აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის გარანტიას.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

** წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად)
** ინგლისური ენის ტესტირება (საჭიროების შემთხვევაში)
** შერჩეულ კონკურსანტებთან საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება და საჩვენებელი ლექციის ჩატარება (დრო ეცნობებათ პირადად)

კონკურსის ვადები:

** საკონკურსო დოკუმენტების მიღება: 2026 წლის 7 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით
** კონკურსის პირველი ეტაპი / საბუთების გადარჩევა: 2026 წლის 10 სექტემბერი
** კონკურსის მეორე ეტაპი / ინგლისური ენის ტესტი: 2026 წლის 11 სექტემბერი
** კონკურსის მესამე ეტაპი / გასაუბრება: 2026 წლის 14 სექტემბერი
** საჩვენებელი ლექცია: 2026 წლის 15 სექტემბერი
** კონკურსის პირველადი შედეგების გამოქვეყნება: 2026 წლის 16 სექტემბერი
** აპელაციების/საჩივრების მიღება: 2026 წლის 17 სექტემბერი
** აპელაციების/საჩივრების განხილვა: 2026 წლის 18 სექტემბერი
** კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება: 2026 წლის 21 სექტემბერი

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.ibsu.edu.ge

გისურვებთ წარმატებებს!

დანართები:

** კონკურსანტის განცხადება
** კონკურსანტის ანკეტა
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე