კომპანია "რებილდი" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას რომელიც 2013 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი, კოტე მახარაძის N4.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პროექტის ხარჯთაღრიცხვის შედგენა სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით
** პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის მოწესრიგება
** საპროექტო ნახაზების საფუძველზე მასალათა სპეციფიკაციების შემოწმება
** პროექტის ფარგლებში გამოსაყენებელი მასალებისა და სამუშაოების ფასის კვლევა.
** შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა #2) დამუშავება და შესაბამის ფორმაში მოყვანა;
** პროექტიდან მოცულობათა უწყისის (BOQ) ამოღება, დამუშავება და მიწოდება შესაბამისი სამსახურებისათვის.
** ფასთა ოპტიმიზაციის მიზნით პროექტის სპეციფიკაციების დამუშავება მთავარ ინჟინერთან.
** ტექნიკური დავალების დადგენის მიზნით, კომუნიკაცია დამკვეთებთან, პროექტ მენეჯერთან და ინჟინრებთან.
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (მათ შორის MS PROJECT);
** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიური და/ან სამშენებლო-საინჟინრო კუთხით);
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
უნარ-ჩვევები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
** მზარდ კომპანიას დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: hr.rebuild1@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|