Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: სამედიცინო კომპანია
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო / ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
სამედიცინო კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.

სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: 2000 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამედიცინო ვიზიტების განხორციელება ექიმებთან დადგენილი სიხშირის მიხედვით;
** კლინიკებისა და ექიმების ბაზის შექმნა და საჭიროებისამებრ განახლება;
** პროდუქციის თვისობრივი მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა და ცოდნის დონის რეგულარული ამაღლება;
** ახალი კლინიკების, ობიექტებისა და ექიმების მოძიება და ვიზიტების დაგეგმვა პროდუქციის გაცნობისა და შეთავაზების მიზნით.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამედიცინო ან მომიჯნავე მიმართულებით;
** სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და ორგანიზებულობა;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** დეტალებსა და შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: recruitersge@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — "სამედიცინო წარმომადგენელი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე