კომპანია "ფუტურიუმი" აცხადებს ვაკანსიას ავეჯის ამწყობი-მემონტაჟეს პოზიციაზე.
"ფუტურიუმი" სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომლის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს კომპანიაში დასაქმებული კადრები. ჩვენ ვართ ორიენტირებული მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვაზე და მათთვის შესაბამისი პირობების შექმნაზე.
დამატებით ჩვენს შესახებ იხილეთ www.futurium.ge, აგრეთვე თვალი გვადევნეთ სოციალურ ქსელებში www.facebook.com/futurium.furniture, www.instagram.com/futurium.furniture
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** დასამზადებელი მასალების მიღება, შენახვა და დახარისხება შეკვეთების მიხედვით
** აღრიცხვის ფურცლის შევსება
** ავეჯის დამზადება, დეტალების დამუშავება/აწყობა
** ავეჯის მონტაჟი, ტექნიკის ჩაშენება და სხვა თანმდევი სამუშაოების წარმოება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ავეჯის ხელოსნად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** სავალდებულოა ემდეეფის და ლამინატის მასალებზე მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია ზოგადად ავეჯის აწყობის სპეციფიკების ცოდნა
** სასურველია (არა აუცილებელი) ავეჯის კონსტრუირების პროგრამის ცოდნა.
** ნახაზების გარჩევა და ათვისება
** აუცილებელია ავტომანქანის მართვის მოწმობის ფლობა
პიროვნული მახასიათებლები/უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** ენერგიული
** შრომისმოყვარე
კომპანია თავის მხრივ სთავაზობს საუკეთესო სამუშაო პირობებს
** გამოცდილების შესაბამის ანაზღაურებას.
** საქმის ადგილზე შესწავლას, ტრენინგებისა და განვითარების პროგრამას
** კარიერულ ზრდას და პროფესიულ განვითარებას
დაინტერესებული პირები გამოგვეხმაურეთ ელფოსტაზე: vacancy@futurium.ge
გთხოვთ, ელფოსტის სათაურში (Subject) მიუთითოთ "ავეჯის ხელოსანი".
გისურვებთ წარმატებას!
|