Робота для біженців з України
სტაჟირება - MCR ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება - MCR ინჟინერი
მომწოდებელი: Qarva
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო / ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
კომპანიის შესახებ:

ინოვაციების კომპანია "ქარვა" ქმნის სატელევიზიო პროგრამულ უზრუნველყოფას და უკვე 18 წელზე მეტია ოპერირებს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
ქარვას წარმატებული და ცნობილი სატელევიზიო პროგრამული უზრუნველყოფის პროექტი საქართველოში წარმოდგენილია SilkTV-ის სახით.
2017 წელს ლონდონში ქარვას ტექნოლოგია, მულტიპაიპი, წარდგენილი და დაჯილდოებული იყო როგორც საუკეთესო სტრიმინგის ინოვაციური ტექნოლოგია. 2018 წლიდან ქარვა გახდა DVB (DVB - Digital Video Broadcasting - https://dvb.org)-ის წევრი.

"ქარვა" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას MCR (Master Control Room) ინჟინრის პოზიციაზე.

MCR ინჟინერი აწარმოებს SilkTV სისტემის მონიტორინგს. სტაჟირების პერიოდი მთლიანად ეთმობა საქმის სპეციფიკის ადგილზე შესწავლას. ეს პოზიცია საინტერესო იქნება დამწყები სისტემის ან/და ქსელის ადმინისტრატორებისთვის.

განვიხილავთ გამოუცდელ, მოტივირებულ კანდიდატებს! ქარვაში შესაძლებლობა გექნებათ ისწავლოთ, განვითარდეთ და დაწინაურდეთ თქვენთვის სასურველი მიმართულებით.

რატომ შეიძლება იყოს ეს როლი საინტერესო:

** იმუშავებ რეალურ IPTV ინფრასტრუქტურასთან (მონიტორინგი, პრობლემების აღმოჩენა და რეალურ ინციდენტებზე რეაგირება)
** ნახავ, როგორ მუშაობს დიდი სისტემების 24/7 ოპერირება
** ისწავლი როგორ მუშაობს IPTV და დიდი ინფრასტრუქტურა

რა პროფესიული უნარები სჭირდება MCR ინჟინერს?

** Unix სისტემების საბაზისო ცოდნა
** სასურველია საქსელო მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება

როგორი უნარ-ჩვევები უნდა გქონდეს რომ გახდე ქარველი?

** დისციპლინირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** საქმეზე ორიენტირებულობა
** მუდმივი განვითარების სურვილი

როგორი გამოცდილება იქნება შენთვის ქარვაში მუშაობა?

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** მხარდამჭერი გუნდი
** ბენეფიტები: ყოველდღიური ლანჩი, ჯანმრთელობის დაზღვევა (სტაჟირების დასრულების შემდეგ), კორპორაციული ღონისძიებები, საჩუქრები

ანაზღაურება და სამუშაო გრაფიკი:

** გრაფიკი სტაჟირების პერიოდში - თავისუფალი - სტაჟიორი გრაფიკს თავად მოირგებს კომპანიასთან წინასწარი შეთანხმებით, სტაჟირების შემდეგ 24 საათიანი ცვლა ოთხ დღეში ერთხელ.
** ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში შეადგენს 400 ლარს, სტაჟირების შემდეგ სხვადასხვა დონის მიხედვით მერყეობს 1000-1600 ლარი (დონის მიხედვით, რაც ასევე ტესტირებით განისაზღვრება).
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ალ. გობრონიძის ქუჩა 32.

გადმოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე: HR@qarva.com და სათაურში პოზიციის მითითება არ დაგავიწყდეს.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ქარვა" უფლებამოსილია დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი წესით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით. თუ გსურთ მიიღოთ
ინფორმაცია შპს " ქარვაში" დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ
ელფოსტაზე: hr@qarva.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე