რესტორანი "Nasimi" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.
თუ ხარ პასუხისმგებლობიანი, კომუნიკაბელური და გსურს სტაბილურ გარემოში მუშაობა, შემოგვიერთდი!
ლოკაცია: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის 116
გრაფიკი: კვირაში 6 დღე | 9 საათიანი სამუშაო გრაფიკი, 1 საათიანი შესვენებით.
ანაზღაურება: საათობრივი
ძირითადი მოვალეობები:
** სალარო ოპერაციების განხორციელება;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების მიღება;
** სალაროსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** ონლაინ შეკვეთების მიღება, დამუშავება და შესაბამისი კონტროლი;
** სტუმრების თავაზიანი და ეფექტური მომსახურება;
** სამუშაო ადგილის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** მეგობრულ გუნდს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
"Nasimi" არის აღმოსავლურ სამზარეულოზე ორიენტირებული რესტორანი, რომელიც სტუმრებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის, გემრიელ კერძებს. ჩვენთვის ხარისხი, ავთენტური გემო და საუკეთესო მომსახურება მთავარი პრიორიტეტებია.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელფოსტაზე: nasimirestaurant@gmail.com. ელ.წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება-მოლარე. ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598 337730 - რესტორანი "ნასიმი"
გთხოვთ, ვაკანსიაზე მოგვმართონ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებმა.
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 25.08.2026
|