მარკეტინგული კომპანია "Infinity Solutions" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორის (სომხურენოვანი) პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციურ კლიენტებთან აქტიური გამავალი ზარების განხორციელება
** მომხმარებლის საჭიროების სწორად განსაზღვრა და შესაბამისი შეთავაზების წარდგენა
** დაინტერესებული მომხმარებლების მონაცემების აღრიცხვა CRM სისტემაში
** მომხმარებლებთან განმეორებითი კომუნიკაცია და უკუკავშირის მიღება
** შეხვედრების ჩანიშვნა
** განსაზღვრული გაყიდვების გეგმისა და შედეგების შესრულებაზე მუშაობა
** ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული ყოველდღიური დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია
** ქოლცენტრში, სატელეფონო გაყიდვებში ან ცივი ზარების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად
** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი
** გაყიდვებსა და კონკრეტული შედეგების მიღწევაზე ორიენტირებულობა
** უარისა და წინააღმდეგობების სწორად დამუშავების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დისციპლინირებულობა და ორგანიზებულობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
სამუშაო პირობები და ანაზღაურება:
** სამუშაო ადგილი - თბილისი, ვაკე, მიხეილ თამარაშვილის ქუჩა N 11ა
** სამუშაო ფორმატი - ოფისიდან
** სამუშაო დღეები - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** სამუშაო საათები - 10:00 - დან 19:00 საათამდე
** ფიქსირებული ანაზღაურება - 1 000 ლარი
** დამატებითი ანაზღაურება - შედეგზე დაფუძნებული ბონუსები
ქოლცენტრის ოპერატორი მიიღებს დამატებით 5%-იან ბონუსს ყველა წარმატებით დასრულებული გაყიდვიდან, რომლის პირველადი ინიციატორი თავად იქნება და რომლის ფარგლებშიც პოტენციური კლიენტი კომპანიასთან მისი კომუნიკაციის შედეგად დაიწყებს თანამშრომლობას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ-ფოსტაზე: sales@infinity.com.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: "გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორი".
გისურვებთ წარმატებებს!
|