Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: Umbrella Group
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო / ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
"Umbrella Group" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

ვეძებთ კრეატიულ, ენერგიულ და პასუხისმგებლობიან თანამშრომელს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება კომპანიის მარკეტინგულ საქმიანობაში.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და განვითარება;
** ბრენდის განვითარება და მარკეტინგული კამპანიების მართვა;
** ობიექტებზე ვიზიტი და ფოტო/ვიდეო გადაღებების ორგანიზება;
** ახალი მარკეტინგული იდეებისა და განვითარების მიმართულებების ინიცირება;
** ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი;
** პარტნიორებთან და გარე სააგენტოებთან თანამშრომლობა;
** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა და ბიზნესის ზრდაზე მუშაობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურება - 1200 ლარი + ბონუსი;
** სამუშაო გრაფიკი - კვირაში 4 დღე, 10:00-17:00;
** შაბათი და კვირა - დასვენების დღეები;
** ერთი სამუშაო დღე - თანამშრომლის არჩევით;
** სამუშაო ფორმატი - ოფისიდან (On-site);
** კომპანიის ავტომობილი ობიექტებზე გადაადგილებისთვის;
** მეგობრული გარემო, სადაც ფასდება ინიციატივა, კრეატიულობა და ახალი იდეები.

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება სამშენებლო, საინჟინრო ან სარემონტო სფეროში.

მისამართი: ქ. თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქ. N1 (სამოქალაქო სასამართლოსთან).

CV და პორტფოლიო გამოგვიგზავნეთ: info@umbrella-group.ge

აუცილებელია CV შეიცავდეს კანდიდატის ფოტოსურათს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე