Робота для біженців з України
ფინანსური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: CPAY
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო / ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
კომპანია: შ.პ.ს. "CPAY" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

"CPAY" არის ლიცენზირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელსაც გააჩნია საკუთარი ელექტრონული საფულე, არის Visa-ს ასოცირებული წევრი და უშვებს წინასწარი გადახდის ბარათებს.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ყოველდღიური ფინანსური და საბუღალტრო ოპერაციების დაგეგმვა, ორგანიზება და აღრიცხვა;
** გადახდების მომზადება, განხორციელება და კონტროლი
** საბანკო ანგარიშების მართვა, გადარიცხვების განხორციელება, ამონაწერების ყოველდღიური კონტროლი და ანგარიშების შეჯერება;
** კომპანიის ფულადი ნაკადების (Cash Flow) მონიტორინგი და ლიკვიდობის კონტროლი;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა, კონტროლი და პერიოდული შეჯერება;
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება, შემოწმება, სისტემატიზაცია და არქივაცია;
** ფინანსური და საბუღალტრო მონაცემების ასახვა შესაბამის პროგრამებში (Oris, 1C ან სხვა);
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადებასა და დახურვის პროცესში მონაწილეობა;
** საგადასახადო დეკლარაციების (დღგ, საშემოსავლო, ქონების და სხვა) მომზადებაში მონაწილეობა და ვადების კონტროლი;
** ბიუჯეტის დაგეგმვის, ფინანსური ანალიზისა და ხარჯების კონტროლის პროცესში მონაწილეობა;
** Excel-ში ანალიტიკური ანგარიშების, ფინანსური მოდელებისა და მენეჯერული რეპორტების მომზადება;
** ფინანსური დოკუმენტაციის შესაბამისობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობასა და კომპანიის შიდა რეგულაციებთან;
** საჭირო ინფორმაციისა და ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობის, აუდიტორებისა და მარეგულირებელი ორგანოებისთვის;
** პარტნიორ ბანკებთან, Visa-სთან, საგადახდო სისტემებთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან ფინანსური ოპერაციების მხარდაჭერა;
** კომპანიის ფინანსური ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით (ან ბოლო კურსის სტუდენტი);
** 1C-ის ან Oris-ის ცოდნა;
** MS Excel-ის კარგი ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** სიზუსტე, პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი.

ანაზღაურება - კვალიფიკაციის შესაბამისად
სამუშაო გრაფიკი - 10:00-18:00
ლოკაცია - თბილისი, პეკინის ქუჩა 33ა

საკონტაქტო ელფოსტა: vacancy@creditservice.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე