Робота для біженців з України
HR მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: გოა კრედიტი
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო / ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" 2008 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე, თბილისსა და რეგიონებში.

საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შერჩევის პროცესების მართვა;
** ახალი თანამშრომლის ეფექტური ადაპტაციის უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთა შესრულებული სამუშაოს მართვა და კონტროლი;
** არსებული თანამშრომლების კარიერული წინსვლის/დაწინაურების სისტემების მონიტორინგი;
** სახელფასო სისტემის, შვებულებებისა და დეკრეტების ადმინისტრაციული საქმიანობის სისტემური მართვა და კონტროლი;
** შეფასების სისტემების დახვეწა, განხორციელება და მონიტორინგი;
** თითოეული პოზიციისთვის სამუშაო აღწერილობის შედგენა (საჭიროებისამებრ, პერიოდული კორექტირება);
** კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბება არსებული თანამშრომლების საჭიროებებზე მორგებით;
** პროფესიული განვითარების ტრენინგების დაგეგმვა, წარმართვის მონიტორინგი და რეპორტინგი;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით;
** ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word, Excel, PowerPoint).

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირება.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, პეკინის N3
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00; შაბათი - 10:00-14:00.
ანაზღაურება: 1700 ლარი

კანდიდატთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@goacredit.ge. სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე