"ნინო გელაშვილის სანოტარო ბიურო" აცხადებს ვაკანსიას ნოტარიუსის თანაშემწის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათამდე
ანაზღაურება: 1000-1500 ლარი (ანაზღაურება დამოკიდებულია გამოცდილებაზე)
ძირითადი მოვალეობები:
** მოქალაქეების მიღება, კონსულტაციის გაწევა;
** ხელშეკრულებების, განცხადებების, სამკვიდრო მოწმობების, თანხმობების შედგენა;
** დოკუმენტებში მონაცემების შეტანა და მომზადება;
** დოკუმენტაციის რეგისტრაცია სანოტარო მოქმედებათა ერთიან ელექტრონულ რეესტრში;
** საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზაში მუშაობა, კერძოდ: სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ პროგრამაში განაცხადების მიღება;
** დამოწმებული დოკუმენტების აკინძვა, სკანირება, სორტირება და ფაილებში ჩალაგება;
** ბაზაში მონაცემების შეყვანა, ჩანაწერების გაკეთება და სკანირებული დოკუმენტების ატვირთვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი იურიდიული განათლება;
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება;
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Word).
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დისციპლინირებულობა;
** წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: ngelashvili555@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ნოტარიუსის თანაშემწე".
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 31 აგვისტო, 2026.
|