Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ავტო იმპორტ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო / ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
"ავტო იმპორტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ინფორმაცია კომპანიის შესახებ:

კომპანიის ძირითადი საქმიანობაა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტი საქართველოში. ასევე აწარმოებს ექსპორტს და რეექსპორტს.

ძირითადი ქვეყნებია: ამერიკა, კორეა, იაპონია, ევროპის ქვეყნები, ჩინეთი. 2018 წლიდან არის უმსხვილესი კორეული კომპანიის http://www.Autowini.com

ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 40 თანამშრომელი. კომპანია, მუშაობს როგორც B2C, ასევე B2B გაყიდვებზე.

ზოგადი უპირატესობა:

** ყველაზე მსხვილი ავტო იმპორტიორი კომპანია სამხრეთ კორეიდან.
** ყველაზე მსხვილი, კორეული მეორადი ავტო სავაჭრო ონლაინ პლატფორმის, Autowini.com-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

** ყველაზე მსხვილი, ჩინური მეორადი ავტო სავაჭრო ონლაინ პლატფორმის, Guazi.com- ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.

მოვალეობები:

** პოტენციურ მომხმარებელთან კომუნიკაციის დამყარება,
** პროდუქტის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება და გაყიდვების ეფექტური პროცესისთვის საჭირო ქმედებების განხორციელება;
** მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად ავტომობილების შერჩევა, შეძენა სტოკსა და ავტო აუქციონებზე;
** კომპანიის მიერ დამტკიცებული გაყიდვების გეგმის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ავტო იმპორტიორ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** გაყიდვების და მოლაპარაკების უნარები
** მაღალი სერვისული კულტურა: მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და პროფესიონალიზმი;

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00-18:00
ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი 3500 -4500 ₾ საშუალოდ. ბონუსის რაოდენობა შეზღუდული არ არის, დამოკიდებულია გაყიდვების მენეჯერის გამოცდილებაზე.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მითითებულ ელ-ფოსტაზე: hr@aig.com.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე