Робота для біженців з України
ობიექტების საოპერაციო მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ობიექტების საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: ენთუზიასტი
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო / ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
შპს "ენთუზიასტი" ბაზარზე უკვე 12-წლიანი გამოცდილებით წარმოდგენილია კაფეებისა და ჩილიმ ბარების სექტორში და მომხმარებლებს სთავაზობს ხარისხიან მომსახურებასა და გამორჩეულ გამოცდილებას.

ჩვენი გუნდი ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლობიან ობიექტების საოპერაციო მენეჯერს, რომელიც შეუერთდება დინამიკურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

ფუნქცია-მოვალეობები

** ოთხივე ობიექტზე მარაგების ინვენტარიზაციის ორგანიზება და კონტროლი დადგენილი სტანდარტის მიხედვით
** პერსონალის სწავლება/ინსტრუქტაჟი — თუ როგორ უნდა განხორციელდეს მარაგის აღწერა
** ობიექტების რეგულარული მონახულება და კაფე-რესტორნის სტაფის მუშაობის კონტროლი
** სამუშაო დისციპლინის და მომსახურების სტანდარტების დაცვის ზედამხედველობა
** მარაგის დანაკლისის ან სხვა შეუსაბამობების გამოვლენა და შესაბამისი ინფორმაციის მენეჯმენტისთვის მიწოდება
** პრობლემების ოპერატიულად გამოვლენა და მოგვარება ადგილზე
** კვირეული წერილობითი ანგარიშგება მარაგების მდგომარეობაზე, პერსონალის მუშაობასა და გამოვლენილ პრობლემებზე
** შინაგანაწესის მომზადება

მოთხოვნები

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა
** კომუნიკაციისა და მართვის უნარები
** კომუნიკაბელურობა და გუნდში მუშაობის უნარი
** HoReCa სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის აუცილებელი
** Word და EXCEL საშუალო დონეზე ცოდნა

გვთავაზობთ

** 8 საათიანი სამუშო გრაფიკი
** სტაბილურ ანაზღაურებას
** ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას სწრაფად მზარდ კომპანიაში

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: baza.gecompany@gmail.com

აუცილებელია მეილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - საოპერაციო მენეჯერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე