Робота для біженців з України
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: ანძა
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო / ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
ამერიკული სტილის ბარბექიუ რესტორანი "ანძა - ANDZA.BBQ" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე

რესტორანს აქვს ორი ფილიალი მახათას მთაზე და ვერაზე ბაქრაძის 20 ნომერში

ჩვენი სამზარეულო ამერიკული სტილის შებოლილი ბარბექიუთი გამოირჩევა, ასევე ბურგერები და სხვა კერძები გვაქვს.

სამუშაო ლოკაცია, ორი ფილიალიდან რომელიმე, რომელთანაც მზარეული ახლოს იქნება, ამიტომ ორივე ლოკაციაზე მოგვწერეთ

ანაზღაურება: 1000 ლარი + თიფის ნაწილი + კვება
სამუშაო გრაფიკი: 14:00-23:00

ძირითადი მოვალეობები:

** კერძების დროული და ხარისხიანი მომზადება შეკვეთების შესაბამისად;
** სამზარეულოში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება, კონტროლი;
** კერძების ტექნოლოგიური ბარათების წინასწარი გაწერა და პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
** შეფ-მზარეულის სხვა მითითებების შესრულება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სისწრაფე და დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული განათლება კვებისა და სასმელების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესად).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: andza.bbq@gmail.com ან მოგვწერეთ ინსტაგრამის გვერდზე https://www.instagram.com/andza.bbq/

კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე