Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ბანა
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო / ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
კომპანია "ბანა" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "ბანა " არის სტომატოლოგიური მასალებისა და აღჭურვილობის წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც წლების გამოცდილებასა და მაღალ პროფესიონალიზმს აერთიანებს. ჩვენი პარტნიორები არიან პრემიუმ ბრენდები, როგორებიცაა Straumann, Hu-Friedy, Neodent და Geistlich, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, დავაკმაყოფილოთ სტომატოლოგების და კლინიკების ყველა საჭიროება.

თუ ხართ ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი და გსურთ პროფესიულ გარემოში მუშაობა, შემოუერთდით ჩვენს გუნდს.

ხელფასი: 1700-დან 2000 ლარამდე ზრდის პერსპექტივით

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია და ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
** შემოსული შეკვეთების დროული დამუშავება, ორგანიზება და დილივერისთვის გადაცემა;
** კომპანიის პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა და მომხმარებლებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** სასაწყობე ნაშთების კონტროლი და კომპანიის საჭიროებების შესაბამისად შეკვეთების მომზადება;
** რეპორტების მომზადება და მონაცემების ანალიზი;
** დოკუმენტაციის წარმოება, დამუშავება და არქივირება;
** შესაბამის პროგრამებში ინფორმაციის დროული და ზუსტი ასახვა;
** სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება ხელმძღვანელობის მითითების შესაბამისად;
** დებიტორული დავალიანების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** FINA-ს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Excel-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;
** რეპორტინგის მომზადების გამოცდილება;
** საოფისე დოკუმენტაციის მართვის გამოცდილება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: ltdbanageorgia@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ: "ოფის მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე