Робота для біженців з України
ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: ტენე
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო / ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
კომპანია "Tene" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

თუ გიყვართ მომხმარებლებთან კომუნიკაცია, ხართ პასუხისმგებლობიანი და გსურთ სტაბილურ გარემოში მუშაობა, შემოუერთდით Tene-ს გუნდს!

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 2-5 დღე, 09:00 - 18:00

ძირითადი მოვალეობები:

** FINA პროგრამაში შეკვეთების მიღება, დამუშავება და კონტროლი;
** FINA პროგრამაში მონაცემების ზუსტად და დროულად შეყვანა;
** შეკვეთების მომზადებისა და შესრულების პროცესის კოორდინაცია;
** მომხმარებლებისთვის პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა;
** შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** მომხმარებლების შეკვეთების დროული და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** FINA პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ან სწრაფად ათვისების უნარი;
** კომპიუტერთან მუშაობის კარგი უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ეფექტური ურთიერთობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე info@tene.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე