Робота для біженців з України
დისტრიბუტორი/პრისეილერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტრიბუტორი/პრისეილერი
მომწოდებელი: ლაინ-მედია
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო / ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
შპს "LINE MEDIA" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის/პრისეილერის პოზიციაზე (საავტომობილო ზეთები და ავტოკოსმეტიკა).

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო საათები: კვირაში 2 დღე დასვენება, 10:00-18:00 საათი

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი ობიექტების მოძიება და მოზიდვა;
** მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ ობიექტებთან;
** ქსელის გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** კლიენტების შეკვეთების მიღება/გაფორმება და დამუშავება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
** ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება;
** დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების შესრულება.
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა
** პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი
** ლიდერული და ორგანიზაციული უნარები
** სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი

მოთხოვნები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** საავტომობილო სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
** მარშრუტებისა და სამუშაო პროცესის ეფექტურად დაგეგმვა
** გაყიდვების დაგეგმვისა და ანალიზის უნარი
** მართვის მოწმობა B კატეგორია სავალდებულოა
** საკუთარი ავტომობილი

ხელფასი: სახელფასო ბიუჯეტი: 1500-3500 ლარი.

პირობები და ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი;

line.media.georgia@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე