Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი - თბილისი, ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: Free Style Group
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო / ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
"Free Style Group" აცხადებს მოლარე-კონსულტანტის ვაკანსიას ახალი საერთაშორისო ტანსაცმლის ბრენდისთვის, რომელიც საქართველოში შემოდის. თუ გიყვართ მოდა, მომხმარებელთან ურთიერთობა და გსურთ გახდეთ საინტერესო საერთაშორისო პროექტის ნაწილი, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა.

ლოკაცია: ქ. თბილისი და ქ. ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურებისა და პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა;
** პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილად შესწავლა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული რეკომენდაციების შეთავაზება;
** გაყიდვების პროცესის ეფექტურად მართვა და დასახული მიზნების შესრულება;
** მიმდინარე აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ მომხმარებლების ინფორმირება;
** სალაროსთან მუშაობა და გადახდის პროცესის სწორად წარმართვა;
** პროდუქციის სწორად განთავსება და მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა;
** სავაჭრო დარბაზში პროდუქციის რაოდენობისა და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
** საქონლის გადაფასებისა და სეზონური ფასდაკლებების პროცესში მონაწილეობა;
** პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული სექციის მოწესრიგება და მაღაზიის ვიზუალური სტანდარტების შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია საცალო ვაჭრობის ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია შესაბამის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ენერგიულობა და მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება;
** აუცილებელია ინგლისური საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია უმაღლესი განათლება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ცვლების მიხედვით;
** დასვენება: კვირაში 2 დღე;
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი;

თუ გსურთ გახდეთ Free Style Group-ის წარმატებული გუნდის წევრი და იმუშაოთ თანამედროვე, დინამიკურ გარემოში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: Talents.ge@fstylegroup.co. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება -"მოლარე-კონსულტანტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე