სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღაზია "მეგა ბიქსი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ზესტაფონში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლის საჭიროებების გაგება და მათთვის შესაბამისი კონსულტაციის გაწევა.
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ზედმიწევნით შესწავლა, მათი დანიშნულების ცოდნა.
** კლიენტისთვის სასურველი შეკვეთის გაცემის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება.
** დარბაზში არსებული პროდუქციის ეტაპობრივი აღწერა, თაროების შევსება და მოწესრიგება.
** ნაშთების რაოდენობის კონტროლი.
პირობები:
** ანაზღაურება - ფიქსირებული 900 ლარი + ბონუსი.
** განრიგი დილის 8-დან საღამოს 6 მდე, ან დილის 9-დან საღამოს 7-მდე.
კვირაში ორი დღე დასვენება.
დაინტერესების შემთხვევაში მოგვმართეთ ნომერზე: 551378787; 555340313 ან გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე: megabx2024@gmail.com
მისამართი: ზესტაფონი, ზაპოროჟიეს ქუჩა N10. (არგოს ტელევიზიასთან)
|