თხილეულის ექსპორტიორი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების მიმართულებით 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია გერმანული ან ჰოლანდიური ენის ცოდნა;
** მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების პროფესიულ დონეზე ცოდნა;
ძირითადი მოვალეობები:
** ექსპორტზე ბრენდის განვითარებისა და გაყიდვების სტიმულირებისთვის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** ყოველდღიური კორესპონდენციის წარმოება არსებულ პარტნიორებთან, მათგან შეკვეთების მიღება და მიღებული შეკვეთების შესრულების მონიტორინგი;
** ლოჯისტიკის კონტროლი, შეკვეთის დროულად მიღებისა და გადატვირთვის უზრუნველყოფა;
** არსებულ პარტნიორებთან კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში არსებული საექსპორტო გაყიდვების გეგმის მოდიფიკაცია;
** არსებულ საექსპორტო ბაზრებზე პროდუქტის განვითარების ტენდენციების შესწავლა, შესაბამისად უკეთესი შეთავაზებების
ფორმირება არსებული და პოტენციური პარტნიორებისთვის;
** ახალი პარტნიორების ძიება და მათი მოთხოვნების შესწავლა;
** პარტნიორებისგან კონტრაქტის შესაბამისად მუდმივი კომუნიკაცია;
** დოკუმენტაციების მომზადება, რაც დაკავშირებულია ექსპორტთან;
** სხვადასხვა საკომუნიკაციო და მარკეტინგული მასალების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლიანობის გრძნობა;
** საქმისადმი სიყვარული
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პრეზენტაციების ჩატარებისა და წარდგენის უნარი;
** დროისა და პრიორიტეტების ეფექტიანად მართვა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: საბურთალო, თბილისი
** სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 19:00
** ანაზღაურება: კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებმა გამოგზავნოთ ფოსტაზე: export@globalgourmet.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|