"Funky Brands" არის სწრაფად მზარდი სტარტაპი, რომელიც საქართველოში საერთაშორისო პრემიუმ ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელია. ჩვენი პორტფელი ამ ეტაპზე მოიცავს: "Franui", "Brite" და "Le Tribute"-ს.
ჩვენ სწრაფად ვიზრდებით და ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე გუნდის წევრს, რომელიც დაგვეხმარება საუკეთესო ბრენდული გამოცდილების შექმნაში.
სამუშაო აღწერილობა:
** საცალო გაყიდვების ობიექტებში რეგულარული ვიზიტი პროდუქტის სწორად განლაგების მიზნით;
** მაღაზიაში სარეკლამო მასალების განთავსება და ბრენდის წარმოჩენის უზრუნველყოფა;
** საწყობში მარაგების დონეების კონტროლი, გაყიდვებისა და ლოგისტიკის გუნდთან კოორდინაცია მარაგების დროული შევსების მიზნით;
** კონკურენტების აქტივობების, პროდუქციის განლაგებისა და ფასების მონიტორინგი;
** საცალო ვაჭრობის პერსონალთან და მაღაზიის მენეჯერებთან აქტიური კომუნიკაცია;
** მომხმარებლებისა და მწარმოებლებისგან უკუკავშირის მიღება პროდუქციის მოთხოვნის შესახებ;
** მარაგებთან დაკავშირებულ საკითხებზე, გაუმჯობესების რეკომენდაციებსა და მერჩენდაიზინგის შედეგებზე ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მნიშვნელოვანია სამუშაო გამოცდილება მერჩენდაიზინგის მიმართულებით, პრიორიტეტულია რითეილ ან FMCG სფერო;
** მნიშვნელოვანია ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მნიშვნელოვანია პროდუქტის პრეზენტირების უნარი და დეტალებისადმი ორიენტირებულობა.
სამუშაო გრაფიკი: სრული, შეთანხმებით.
სოციალური ქსელები:
** Franui Instagram: https://www.instagram.com/franui.ge
** Franui FB: https://www.facebook.com/share/1BchX13ZGa/?mibextid=wwXIfr
** Franui TikTok: https://www.tiktok.com/@franui.ge
** Brite Instagram: https://www.instagram.com/britedrinksgeorgia
** Brite FB: https://www.facebook.com/share/1ABGxSwrw2/?mibextid=wwXIfr
** Brite TikTok: https://www.tiktok.com/@brite.georgia
** Le Tribute Instagram: https://www.instagram.com/le_tribute_ge
** Funky Website: https://www.funkybrands.ge/
რატომ "ფანკი ბრენდს"?
** იქნები მხიარული, კრეატიული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის ნაწილი;
** შესაძლებლობა გექნება იმუშაო საინტერესო და ინოვაციურ ბრენდებთან;
** შესაძლებლობა გექნება ხელი შეუწყო ჩვენი ბრენდების აღქმასა და პოპულარობას საქართველოში.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@funkybrands.ge
|