Робота для біженців з України
ელექტრიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: Royal Tulip Hotel
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო / ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
"Royal Tulip Hotel & Casino" აცხადებს ვაკანსიას: ელექტრიკოსი

ძირითადი მოვალეობები:

** ელექტრო სისტემების ყოველდღიური შემოწმება, დიაგნოსტიკა და მოვლა;
** ელექტრო ავარიულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირება და პრობლემების აღმოფხვრა;
** განათების სისტემების მონტაჟი, შეკეთება და მოვლა;
** ელექტრო ფარების, ავტომატების, კონდიციონერების, წყლის გამაცხელებლების და სხვა მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება;
** სტუმრების საჩივრებზე რეაგირება, რაც უკავშირდება ელექტრო საკითხებს ნომრებში ან სხვა საერთო სივრცეებში;
** მუშაობა ტექნიკურ გუნდთან ერთად სასტუმროს და კაზინოს ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად;
** უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა ყველა სამუშაოს შესრულებისას.

მოთხოვნები:

** ელექტრიკოსად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია სასტუმროსა და კაზინოს სფეროში);
** ცვლებში მუშაობის მზადყოფნა;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (სასურველია);
** ელექტრიკოსის პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი ან სერტიფიკატი.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ლევილის სანაპირო N10;
** სამუშაო განაკვეთი 5/2;
** ანაზღაურება 2000 ლარი;
** კვებით უზრუნველყოფა;
** დაზღვევა.

იმისთვის, რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrm@royaltuliptbilisi.com.

სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე