Робота для біженців з України
ბუღალტერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: სამშენებლო კომპანია
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო / ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

კომპანია: სამშენებლო კომპანია
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, სამუშაო ადგილზე (დისტანციური მუშაობის შესაძლებლობა არ არის)
ანაზღაურება: 2000-3000 ლარი (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად)

ვაკანსიის აღწერა:

სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. ვეძებთ პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელსაც აქვს ბუღალტრული აღრიცხვის გამოცდილება და მზადაა შემოგვიერთდეს გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება და აღრიცხვა
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა
** ბუღალტრული გატარებების წარმოება
** ხელფასების დარიცხვასთან დაკავშირებული სამუშაოები
** საბანკო ოპერაციების კონტროლი
** ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობა
** მენეჯმენტთან და სხვა დეპარტამენტებთან კომუნიკაცია

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/ბუღალტერიის მიმართულებით
** ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამშენებლო სფეროში)
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (მაგ. RS.ge, Oris და სხვ.)
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა

გთავაზობთ:

** სტაბილურ და კონკურენტულ ანაზღაურებას (2000-3000 ლარი)
** სამუშაო გარემოს ადგილზე, სტაბილურ გუნდში
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე მითითებული საკონტაქტო ინფორმაციით ელფოსტაზე: info@konsolholding.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე