Робота для біженців з України
სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი
მომწოდებელი: ინვესტიციების სააგენტო
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო / ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - "ინვესტიციების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაოს განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30 სთ.
მდებარეობა: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქუჩა N18

ძირითადი მოვალეობები:

** საინვესტიციო გარემოსა და საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით ქვეყნისა და სააგენტოს დადებითი იმიჯის ზრდის ხელშეწყობა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე;
** საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის დაგეგმვა და აღსრულება;
** მედიის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის და თანამშრომლობის კოორდინირება, აგრეთვე სააგენტოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტებების, შეტყობინებების, საინფორმაციო ბიულეტენების, პრესრელიზებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება;
** სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური ქსელების მართვა, აგრეთვე სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების მონიტორინგი;
** მარკეტინგის მიმართულებით KPI-ების განსაზღვრა, შედეგების მონიტორინგი, ანგარიშგების მომზადება და მარკეტინგული ბიუჯეტის ეფექტიანი მართვა;
** მარკეტინგის დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვა, თანამშრომლების მართვა, შეფასება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მომიჯნავე მიმართულებით;
** მარკეტინგის ხელმძღვანელის ან მსგავს სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** მარკეტინგული სტრატეგიის, ბრენდის მართვისა და კომერციული კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება;
** მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვისა და KPI-ების მართვის გამოცდილება;
** ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტებისა და CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
•** ბაზრის ანალიზისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** MS Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (არანაკლებ B2 დონე);
** ლიდერული, მოლაპარაკებების, პრეზენტაციისა და გუნდური მართვის ძლიერი უნარები.

კომპეტენციები:

** გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი;
** პროაქტიული და მიზანზე ორიენტირებული;
** ადამიანებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის მოძიებისა და დახარისხების უნარი;
** ციფრული აპლიკაციების მართვის კომპეტენცია;
** დეტალზე ორიენტირებულობა;
** რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების შესაძლებლობა;
** საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების მიმართულებით სიახლეების დანერგვის სურვილი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@invest.gov.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე