|
დასახელება:
დამხმარე აღმზრდელი, უფროსი აღმზრდელი
|
| მომწოდებელი:
World Vision
|
|
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
|
"World Vision საქართველო" აცხადებს ვაკანსიას მიუსაფარ ბავშვთა 24 საათიანი თავშესაფარში შემდეგ პოზიციებზე:
1. დამხმარე აღმზრდელი
2. უფროსი აღმზრდელი
მიუსაფარ ბავშვთა 24 საათიანი თავშესაფარი აერთიანებს დღის ცენტრსა და კრიზისული ინტერვენციის სადღეღამისო თავშესაფარს.
დღის ცენტრის მიზანია მობილური ჯგუფის მიერ გადმომისამართებული ან მომსახურებაში სხვა გზით ჩართული ბავშვების შეფასება, გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარების გაწევა, ფორმალური და არაფორმალური განათლების მიწოდება რათა მოხდეს ბავშვების თანდათან მოწყვეტა ქუჩის ცხოვრებიდან და სტაბილური ჩართვა დღის ცენტრის მომსახურებაში მათი 24-საათიან ტრანზიციულ მომსახურებაში ან სხვა მომსახურებებში განთავსების მიზნით.
დღის ცენტრთან ფუნქციონირებს კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარი, რომლის მთავარი მიზანიცაა უზრუნველყოს კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ბავშვი (ქუჩაში უმეთვალყურეოდ მყოფი, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი, ძალადობის მსხვერპლი და ა.შ) გადაუდებელი თავშესაფრით და დახმარებით (პირველადი სამედიცინო და ფსიქო-ემოციური საჭიროებების დაკმაყოფილება) და მოახდინოს ბავშვზე გრძელვადიანი ზრუნვის ფორმის განსაზღვრა.
გასაუბრებები ჩატარდება პარალელურ რეჟიმში შესაბამისი კანდიდატის შერჩევამდე, ამიტომ გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა დროულად გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
1. დამხმარე აღმზრდელი
ადგილმდებარეობა: თბილისი, გლდანი
სამუშაო დრო: კვირაში 40 საათი (შეჯამებული აღრიცხვის წესით)
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო განრიგი წინასწარ ეცნობება თანამშრომელს, თანამშრომლის გრაფიკი შეიძლება მოხდეს სამი სახის სამუშაო დღის ჭრილში:
** მორიგეობა 24 საათიანი ცვლაში: სამუშაო საათები: დილის 10:00 საათიდან მომდევნო დღის 10:00 საათამდე, შესვენება 1 (ერთი) საათი 12:00-დან 17:00-მდე პერიოდში და 3 (სამი) საათი 01:00-დან 07:00-მდე პერიოდში მეწყვილესთან შეთანხმებით;
** მორიგება ღამის სმენაში, როდესაც სამუშაო საათები იწყება: 19:00 საათიდან და სრულდება 10:00 საათზე, შესვენება 3 (სამი) საათი 01:00-დან 07:00-მდე პერიოდში მეწყვილესთან შეთანხმებით;
** მორიგება დღის სმენაში: სამუშაო საათები იწყება: 10:00-ზე და სრულდება 19:00, შესვენება 1 (ერთი) საათი 12:00-დან 17:00-მდე პერიოდში.
პოზიციის მიზანი: დამხმარე აღმზრდელის პოზიციის მიზანია ცენტრის აღმზრდელების ჩანაცვლება შვებულებების და ბიულეტენის დროს, რა დროსაც იგი პასუხისმგებელი იქნება დღის ცენტრისა და კრიზისული ინტერვენციის სადღეღამისო თავშესაფრის აღსაზრდელების ფიზიკური და ემოციური უსაფრთხოების მეთვალყურეობაზე, ბავშვები ცნობიერების გაზრდაზე სასიცოცხლო უნარ-ჩვევების, ჯანმრთელობასა და თვითმოვლის უნარებთან დაკავშირებით და მათ ჩართვაზე არაფორმალური განათლების აქტივობებში.
ძირითადი მოვალეობები:
** ჩაანაცვლოს აღმზრდელი და უფროსი აღმზრდელი მათი შვებულებაში ყოფნის დროს.
** მეთვალყურეობა გაუწიოს ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ უსაფრთხოებას ცენტრში ყოფნის განმავლობაში;
** იზრუნოს ბავშვების ცნობიერების ამაღლებაზე და მიაწოდოს ინფორმაცია სასიცოცხლო უნარ-ჩვევებზე, ჯანმრთელობასა და თვითმოვლის უნარებზე;
** ზედამხედველობა გაუწიოს ბავშვების ჰიგიენურ მდგომარეობას, თვით-მოვლასა და ტანსაცმლის მოწესრიგებას;
** საჭიროების შემთხვევაში ბავშვებს მიაწოდოს განათლების საბაზისო ელემენტებს (წერა-კითხვა და ანგარიში);
** დააორგანიზოს სხვადასხვა აქტივობები (გასართობი, შემეცნებითი) ბავშვებისთვის და ჩაერთოს მათთან ერთად აქტივობებში;
** უზრუნველყოს მედიკამენტების ადმინისტრირება იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვს აქვს შესაბამისი დანიშნულება;
** აწარმოოს ჩანაწერებს ღამის თავშესაფრით მოსარგებლე ბავშვების ქცევითი და ემოციური პრობლემების შესახებ;
** მონაწილეობა მიიღოს ბავშვის მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შედგენაში მულტიდისცინპინარულ გუნდთან ერთად;
** შეავსოს ბავშვის შემოყვანის ოქმო/შესაბამისი დოკუმენტი ბავშვის ცენტრში შემოყვანისას;
** უზრუნველყოს ბავშვების სკოლაში წაყვანა-წამოყვანა შესაბამისი წესების დაცვით;
** უზრუნველყოს ბენეფიციარის ინფორმაციის კონფიდენციალურად დაცვა;
** დაიცვას დღის ცენტრისა და სადღეღამისო თავშესაფარის შინაგანაწესი/რეგულაციები/სტანდარტები.
სავალდებულო მოთხოვნები:
** საშუალო განათლება; სასურველია უმაღლესი ან შესაბამისი სპეციალური განათლება სააღმზრდელო/პედაგოგიკის მიმართულებით
** სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი)
** ანალოგიური სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი)
** კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და დაგეგმარების/მართვის უნარი
** დეტალების მიმართ ყურადღება
** რთული სიტუაციების მართვის უნარი
2. უფროსი აღმზრდელი
ადგილმდებარეობა: თბილისი, გლდანი
სამუშაო დრო: კვირაში 40 საათი (შეჯამებული აღრიცხვის წესით)
სამუშაო გრაფიკი: მორიგეობა 4 დღეში ერთხელ 24-საათიანი ცვლა. შვებულებები/ბიულეტენის დროს შესაძლოა გრაფიკი შეიცვალოს შემდეგნაირად: მორიგეობა საღამოს 19:00-დან დილის 10:00 საათამდე, ორ დღეში ერთხელ.
პოზიციის მიზანი: დღის ცენტრისა და კრიზისული ინტერვენციის სადღეღამისო თავშესაფრის აღსაზრდელების ფიზიკური და ემოციური უსაფრთხოების მეთვალყურეობა, ბავშვები ცნობიერების გაზრდა სასიცოცხლო უნარ-ჩვევებზე, ჯანმრთელობასა და თვითმოვლის უნარებზე და მათი ჩართვა არაფორმალური განათლების აქტივობებში.
ძირითადი მოვალეობები:
** იზრუნოს ბავშვების ცნობიერების ამაღლებაზე და მიაწოდოს ინფორმაცია სასიცოცხლო უნარ-ჩვევებზე, ჯანმრთელობასა და თვითმოვლის უნარებზე;
** ჩართოს ბავშვები არაფორმალური განათლების აქტივობებში;
** ჩართოს ბავშვები ინტელექტუალურ-შემეცნებით, სპორტულ და გასართობ აქტივობებში;
** მეთვალყურეობა გაუწიოს ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ უსაფრთხოებას ცენტრში ყოფნის განმავლობაში;
** ზედამხედველობა გაუწიოს ბავშვების ჰიგიენურ მდგომარეობას, თვით-მოვლასა და ტანსაცმლის მოწესრიგებას;
** უზრუნველყოს მედიკამენტების ადმინისტრირება იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვს აქვს შესაბამისი დანიშნულება;
** საჭიროების შემთხვევაში ბავშვებს მიაწოდოს განათლების საბაზისო ელემენტები (წერა-კითხვა და ანგარიში);
** შეაფასოს ბავშვების განათლების დონე;
** მონაწილეობა მიიღოს ბავშვის მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შედგენაში მულტიდისცინპინარულ გუნდთან ერთად;
** აწარმოოს პროგრესის ჩანაწერები პირველადი ზრუნვის გეგმის იმ მიზნებთან მიმართებაში, რაც პედაგოგის ჩართულობას მოითხოვს;
** აწარმოოს ჩანაწერები როგორც ღამის თავშესაფრით მოსარგებლე, ასევე, დღის ცენტრის ბავშვების ქცევითი და ემოციური პრობლემების შესახებ;
** შეავსოს ბავშვის შემოყვანის ოქმი/შესაბამისი დოკუმენტი ბავშვის ცენტრში შემოყვანისას;
** საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ბავშვების სკოლაში წაყვანა-წამოყვანა შესაბამისი წესების დაცვით;
** აქტიურად ითანამშრომლოს დღის ცენტრის თანამშრომლებთან და კოორდინატორ-ლიდერთან;
** უზრუნველყოს ბენეფიციარის ინფორმაციის კონფიდენციალურად დაცვა;
** ცვლის დასრულებისას მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია ბავშვების მდგომარეობის შესახებ შემდგომ ცვლას;
** უზრუნველყოს კოორდინატორ-ლიდერის, სოციალური მუშაკის და საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგის დროული ინფორმირება რთული სიტუაციების შესახებ;
** დაიცვას დღის ცენტრისა და სადღეღამისო თავშესაფრის შინაგანაწესი/რეგულაციები/სტანდარტები.
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით შეასრულოს სხვა დავალებები მისი პოზიციის კომპეტენციის ფარგლებში.
სავალდებულო მოთხოვნები:
** უმაღლესი და შესაბამისი სპეციალური განათლება და მისი დამადასტურებელი საბუთი;
** სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი);
** ანალოგიური სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი);
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დაგეგმარების/მართვის უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღება.
** რთული სიტუაციების მართვის უნარი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV (მიუთითეთ სამი რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემები) ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე: Recruitment_Georgia@wvi.org. გთხოვთ პოზიციის სახელწოდება, რომლითაც ხართ დაინტერესებული მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურში.
გთხოვთ, რეზიუმეში დაამატოთ თანხმობის განცხადება, რომ, იმ შემთხვევაში, თუ თქვენი რეზიუმე მოხვდება შერჩეულ კანდიდატებს შორის ადასტურებთ, რომ ორგანიზაცია უფლებამოსილია გადაამოწმოს თქვენს შესახებ ინფორმაცია, მათ შორის watchdog-ის მეშვეობით.
ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმე/ბიოგრაფია და სხვ.) გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსილი დაამუშაოს, შეაგროვოს და შეინახოს რეზიუმეში მითითებული ინფორმაცია საქართველოს კანონის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" ფარგლებში, თქვენი შერჩევისა და დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების ჩასატარებლად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა მიმდინარე და/ან მომავალ ვაკანსიებთან, დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. თქვენ გაქვთ უფლება:
** მოითხოვოთ ინფორმაცია, თუ რომელი მონაცემებია დამუშავებული თქვენზე ორგანიზაციის მიერ;
** ასევე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შეცვლა, დაბლოკვა ან/და წაშლა. შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელფოსტაზე: Recruitment_Georgia@wvi.org
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნებისთვის და არ გადაეცემა მესამე მხარეს თქვენი თანხმობის გარეშე.
იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ორგანიზაციას გაუზიარებს დამატებით პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის სპეციალური კატეგორიის მონაცემებს), ეს ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ დაუყოვნებლივ წაიშლება საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"კანონის შესაბამისად.
"World Vision საქართველოს" მიერ კანდიდატების შერჩევის/დასაქმების პროცესი მიმდინარეობს საქართველოს კანონის - "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" და თანასწორი მოპყრობის პრინციპების სრული დაცვით და გამორიცხავს დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმით. დისკრიმინაციისგან დაცვა უზრუნველყოფილია დასაქმების ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
"World Vision საქართველო" არის თანასწორი შესაძლებლობების მქონე დამსაქმებელი, რომელიც აფასებს და პატივს სცემს მრავალფეროვანი და ინკლუზიური სამუშაო გარემოს მნიშვნელობას და აძლევს თანაბარ შესაძლებლობას ყველა კანდიდატს და თანამშრომელს, მიაღწიოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს.
|
|