Робота для біженців з України
პრისეილერი - ბათუმი, თბილისი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისეილერი
მომწოდებელი: სადისტრიბუციო კომპანია
გამოქვეყნდა: 03 აგვისტო / ბოლო ვადა: 03 სექტემბერი
სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე ბათუმსა და თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთების მიღება და ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირება;
** არსებული კლიენტების მომსახურება და ახალი სავაჭრო ობიექტების მოძიება;
** პროდუქციის ასორტიმენტის შეთავაზება, გაყიდვების ზრდასა და შეკვეთების მოცულობის გაზრდაზე მუშაობა;
** აქციებისა და ახალი პროდუქტების პრეზენტაცია;
** თაროებზე პროდუქციის განლაგებისა და მარაგების კონტროლი;
** კომპანიის სტანდარტების დაცვა და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის განვითარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების ან დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა (სასურველია);

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებული ხელფასი + გაყიდვების ბონუსი;
** საწვავისა და სამსახურებრივი ხარჯების ანაზღაურებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** სტაბილურ სამუშაო გარემოს და მეგობრულ გუნდს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ელ.მისამართზე hroffice214@gmail.com და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი.

ფოტოსურათისა და ვაკანსიის დასახელების გარეშე გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე