Робота для біженців з України
ექიმი ლაბორანტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმი ლაბორანტი
მომწოდებელი: ხონელიძის კლინიკა
გამოქვეყნდა: 03 აგვისტო / ბოლო ვადა: 03 სექტემბერი
შპს "ხონელიძის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ექიმ ლაბორანტის პოზიციაზე.

სამუშაო საათები ორშაბათი - პარასკევი 09:30 - 17:00 სთ.
სამუშაო ადგილი ქ.ქუთაისი ლორთქიფანიძის N 11.

სამუშაო აღწერილობა:

** ლაბორატორიული გამოკვლევების მაქსიმალური სიზუსტით შესრულება;
** ლაბორატორიული ანალიზის შედეგების ზუსტი ასახვა შესაბამის ფორმებში;
** ლაბორატორიის მიმართულების ხელმძღვანელთან ერთად მარაგების დროული განახლება, ** სამედიცინო და არასამედიცინო მოხმარების საგნების, რექტივების და სახარჯი მასალების, ** ჰიგიენური და სხვა საშუალებების საჭიროების განსაზღვრა, ადეკვატური რაოდენობით მომარაგების უზრუნველყოფა და ხარჯვის ანალიზი;
** ლაბორატორიაში არსებული სამედიცინო აპარატურისა და სხვა აღჭურვილობის გამართული ** მუშაობის უზრუნველყოფა, გამართულობის შემოწმება, ტექნიკური შეფერხებისას პასუხისმგებელი პირის ოპერატიულად ინფორმირება;
** პაციენტებისათვის კონსულტაციების გაწევა ტესტის შეკვეთისა და შედეგების ინტერპრეტაციის კუთხით, კომპეტენციის ფარგლებში; პაციენტთა კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით "ლაბორატორიული მედიცინა";
** თანამედროვე ლაბორატორიული აპარატურის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნული სპეციალობით;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** სამუშაო პროცესების დელეგირების უნარი;
** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ მისამართზე L.khonelidze.clinic@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე