Робота для біженців з України
დამტვირთველის მძღოლი - წილკანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამტვირთველის მძღოლი
მომწოდებელი: Eco Wood
გამოქვეყნდა: 03 აგვისტო / ბოლო ვადა: 03 სექტემბერი
კომპანია "ეკო ვუდი" 2015 წლიდან, 10 წლიანი გამოცდილებით, წარმოადგენს ნატურალური ხის სარემონტო მასალებისა და ხის დასამუშავებელი ლაქ-საღებავების უმსხვილეს იმპორტიორს საქართველოში.
კომპანიის 10 წლიანი წარმატება დაფუძნებულია, გუნდის რომლის, თითოეული წევრს გააჩნია საქმის მიმართ სიყვარული ერთგულება და პროფესიონალიზმი. გუნდმა რომელმაც გადალახა ყველა გამოწვევა და აქტიურად აგრძელებს განვითარებას.
კომპანია განვითარების და სერვისის გაუმჯობესების მიზნით მზად არის მიიღოს კვალიფიციური შრომის მოყვარე თანამშრომელი, რომელიც თავის წვლილს შეიტანს კომპანიის განვითარებაში.

კომპანია "ეკო ვუდი" აცხადებს ვაკანსიას დამტვირთველის (პაგრუშიკის) მძღოლის პოზიციაზე სოფ. წილკანში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სატრანსპორტო საშუალებაში პროდუქციის ჩატვირთვა;
** ამწეს მოვლა, სისუფთავეზე ზრუნვა;
** საწყობში პროდუქციის მიღების დროს, სატრანსპორტო საშუალებიდან პროდუქციის ჩამოტვირთვა, დასაწყობება;
** ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა: აუცილებელია პაგრუშიკის ტარების გამოცდილება

სამუშაო გრაფიკი: 09:00სთ-17:00სთ, დასვენება კვირაში ერთი დღე (კვირა)
ხელფასი: 1700 ლარი (ხელზე ასაღები)

სოციალური პაკეტი:

** კორპორაციული ნომერი
** ჯანმრთელობის დაზღვევა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე:
nutsa_eristavi@yahoo.com
ტელ. 591 202060

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს: https://www.facebook.com/ecowood.ge
ვებგვერდს: http://www.ecowood.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე