Робота для біженців з України
ტექნიკური სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური სპეციალისტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 03 აგვისტო / ბოლო ვადა: 03 სექტემბერი
ჩვენი კომპანია ეძებს პასუხისმგებლობიან ტექნიკური სპეციალისტს, რომელიც უზრუნველყოფს სარწყავი სისტემის და ბაღში არსებული ტექნიკის გამართულ მუშაობას.

ძირითადი მოვალეობები:

** ტუმბოების, ავზების, სარწყავი სისტემის მდგომარეობის მუდმივი კონტროლი. ელექტრომოწყობილობების გამართულობის უზრუნველყოფა.
** პოტენციური რისკების იდენტიფიცირება, დაზიანებების სწრაფი აღმოფხვრა და საჭირო მასალების დროული შესყიდვა.
** ტრაქტორების, ავტომობილებისა და აგრეგატების მდგომარეობის მონიტორინგი, დაზიანების შემთხვევაში სწრაფი შეკეთების უზრუნველყოფა.
** შესრულებული სამუშაოების და ხარჯების ყოველკვირეული რეპორტი.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ობიექტი მდებარეობს ქ. მარნეულთან.
** ტრანსპორტირება: აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ფლობა.
** ანაზღაურება: 2000-2500 ლარი (კვალიფიკაციის მიხედვით) + საწვავი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი ან პროფესიული განათლება შესაბამისი სპეციალობით.
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** რისკების წინასწარ იდენტიფიცირების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV (ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@d-ame.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე