ავეჯის მაღაზიათა ქსელი "პანცილიონი" აცხადებს ვაკანსიას ავეჯის მაღაზიის კონსულტანტის პოზიციაზე!
თუ ხართ ენერგიული, კომუნიკაბელური და გსურთ განვითარდეთ გაყიდვების სფეროში — შემოუერთდით ჩვენს გუნდს!
ვაკანსია ხელმისაწვდომია თბილისში- პანცილიონის ვარკეთილის ფილიალში.
მისამართი: ვიქტორ კუპრაძის №6
** შოურუმში მოსული მომხმარებლების თბილი და პროფესიონალური დახვედრა;
** მომხმარებლის საჭიროებების გამოვლენა და პროდუქციის ეფექტური პრეზენტაცია;
** კონსულტაციის გაწევა ავეჯის დიზაინზე, ზომებზე, მასალასა და ფუნქციონალზე;
** შეკვეთების გაფორმება და გაყიდვების პროცესის სრული მხარდაჭერა;
** გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** მომსახურების სფეროში ან გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ სამ წლიანი გამოცდილება
** კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა და პოზიტიური განწყობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 1 დღე დასვენება);
** ანაზღაურება: ფიქსირებული 575 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან;
** საშუალო თვიური ანაზღაურება: 1800 - 2500 ლარი;
** მეგობრული სამუშაო გარემო და კარიერული განვითარების შესაძლებლობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: pantsiliongeorgia@gmail.com
სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ: "კონსულტანტი - პანცილიონი".
|