ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია "ქართველი" აცხადებს ვაკანსიას ქიმიკოსის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ქიმიის ან ღვინის/ალკოჰოლის ტექნოლოგიის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ღვინის/ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიის ლაბორატორიაში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ღვინისა და ღვინომასალის ფიზიკურ-ქიმიური ანალიზების ჩატარება;
** ყოველდღიური ანალიზების შედეგების შესაბამის ფორმებში ასახვა;
** ანალიზებისთვის საჭირო ქიმიური რეაქტივების მომზადება;
** ღვინის/ბრენდის საამქროში არსებული ღვინომასალების კონტროლი;
** ჩამოსასხმელი ღვინის მდგრადობის კონტროლი;
** ღვინის ჩამოსხმის ლაბორატორიული კონტროლი;
** საცობის, ყურძნის წვენის კონცენტრატის, გლიკოლისა და სხვა დამხმარე მასალების კონტროლი;
** დღის განმავლობაში გამოყენებული ქიმიური ჭურჭლის გარეცხვა სანიტარიული ნორმების შესაბამისად;
** დანერგილი ჰიგიენურ-სანიტარიული სტანდარტებისა და ნორმების დაცვა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00;
** მისამართი: სოფელი მარტყოფი.
ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალებით (მიკროავტობუსით), მეტროსადგურ სამგორის ზედა ამოსასვლელიდან ქარხნის ტერიტორიამდე და პირიქით.
ლოკაციის სანახავად გადადით ბმულებზე:
** https://maps.app.goo.gl/61h6PWC9RGAwabjg7
** https://lnkd.in/dAYEFpg8
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kartveli.ge. Subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 03.09.2026.
გისურვებთ წარმატებას!
|