Робота для біженців з України
პროექტ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტ მენეჯერი
მომწოდებელი: პატიო არტი
გამოქვეყნდა: 03 აგვისტო / ბოლო ვადა: 03 სექტემბერი
შპს "პატიო-არტი" აცხადებს ვაკანსიას პროექტ მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი დავალებების ფორმირება;
** პროექტების სრული ციკლის მართვა - ბიუჯეტირება, დაგეგმვა, ჩაბარების ვადების განსაზღვრა, სამუშაო პროცესის კონტროლი, პროექტის წარმატებით ჩაბარება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება პროექტების მართვის მიმართულებით (სასურველია სარეკლამო სფეროში)
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Ms. Office; სასურველია Corel ის ცოდნა);
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და კოორდინაციის უნარი;
** მრავალპროფილურ პროექტებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღებისა და პასუხისმგებლობის მაღალი უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@patioart.ge

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე