შპს "ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას რეინჯერის (პაციენტის გადამყვანი) პოზიციაზე.
განცხადების მიღების პერიოდი: 2026 წლის 01 აგვისტო - 31 აგვისტო
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 2/პუშკინის 164
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** პაციენტის გადაყვანა, გადაადგილებაში დახმარება;
** საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კომპანიისადმი ლოიალური დამოკიდებულება;
** თავაზიანობა;
** მოწესრიგებულობა - მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა, დავალებების დადგენილ ვადებში დასრულება, დეტალებისადმი ყურადღება და კარგი მეხსიერება;
** კომუნიკაცია - აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა წერითი და ზეპირი სახით;
** სუბორდინაცია;
** გუნდური მუშაობისადმი მზაობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სხვა განყოფილების პერსონალთან კარგი კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: hr@brchospital.ge და სასურველია რეზიუმეს დაურთოთ რეკომენდაცია.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|