Робота для біженців з України
უფროსი ვიდეო ედიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი ვიდეო ედიტორი
მომწოდებელი: Social Pulse Agency
გამოქვეყნდა: 03 აგვისტო / ბოლო ვადა: 03 სექტემბერი
Social Pulse Agency აცხადებს ვაკანსიას უფროსი ვიდეო ედიტორის პოზიციაზე.

სამუშაო ფორმატი: Remote

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური მედიისთვის მაღალი ხარისხის ვიდეო კონტენტის მონტაჟი;
** სარეკლამო ვიდეოების, Reels-ის, Shorts-ისა და სხვა ციფრული კონტენტის შექმნა;
** კრეატიული კონცეფციების ვიზუალურად განხორციელება;
** ფერის კორექცია, აუდიოს დამუშავება, Motion Graphics-ისა და ვიზუალური ეფექტების გამოყენება;
** პროდუქტის, ბრენდისა და სამშენებლო პროექტების პრეზენტაციული ვიდეოების შექმნა;
** ვიდეო კონტენტის ოპტიმიზაცია სხვადასხვა პლატფორმისთვის;
** კონტენტის ხარისხის კონტროლი და თანამედროვე ტრენდების დანერგვა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უფროსი ვიდეო ედიტორის პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია Adobe Premiere Pro-ისა და Adobe After Effects-ის სრულყოფილი ცოდნა;
** Motion Graphics-ისა და ანიმაციის შექმნის გამოცდილება;
** ფერის კორექციისა და აუდიო დამუშავების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა;
** სოციალური მედიის თანამედროვე ვიდეო ფორმატებისა და ტრენდების სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კრეატიული აზროვნება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის გამოცდილება;
** სწრაფ გარემოში მუშაობისა და რამდენიმე პროექტის პარალელურად მართვის უნარი.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: socialpulsegeorgia@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე