Робота для біженців з України
ქვის მჭრელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქვის მჭრელი
მომწოდებელი: ზოდი
გამოქვეყნდა: 03 აგვისტო / ბოლო ვადა: 03 სექტემბერი
კომპანია "ზოდი" 2007 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სარემონტო მასალების ბაზარზე. ზოდის მაღაზიათა ქსელი მომხმარებლებს სთავაზობს შიდა და გარე სარემონტო მასალების მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: ინტერიერის და ექსტერიერის კარები, ბუნებრივი ქვები, კირქვის ყველაზე დიდ არჩევანს საქართველოში, კერამიკული ფილები, ლამინირებული იატაკი, აბაზანის აქსესუარები და სხვა.

"ზოდი" საქართველოში წარმოდგენილია შოურუმებით - თბილისსა და ბათუმში.

კომპანია "ზოდის" ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://zodi.ge/

კომპანია "ზოდი" აცხადებს ვაკანსიას ქვის მჭრელის პოზიციაზე.

ადგილი სადაც იმუშავებ: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. 188დ (სარაჯიშვილის მეტროსთან)
ანაზღაურება: გამომუშავებით 2000 ლარიდან.
სამუშაო დღეები: 5 სამუშაო დღე, კვირაში 40 საათი

ძირითადი მოვალეობები:

** ქვის ჭრა თანამედროვე დანადგარების გამოყენებით;
** ჭრის სრული ციკლის მართვა;
** პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** უსაფრთხოების წესების დაცვა;
** ტექნიკური ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და რეაგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია, ქვის ჭრის/დამუშავების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ავტომატიზებული დანადგარების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** საწარმოში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** ტექნიკური უნარები და დეტალებზე ორიენტაცია;

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფიტპასით სარგებლობის შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV), ან მოგვწერეთ ტელეფონის ნომერი ელექტრონულ მისამართზე: Hr@zodi.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება. ასევე დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 39 59 39.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შპს "ზოდი პლიუსი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

შპს "ზოდი პლიუსი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე