Робота для біженців з України
აღმზრდელის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღმზრდელის თანაშემწე
მომწოდებელი: სკოლა სადუნი
გამოქვეყნდა: 03 აგვისტო / ბოლო ვადა: 03 სექტემბერი
სკოლა "სადუნი" აცხადებს ვაკანსიას აღმზრდელის თანაშემწის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, დავით ბაქრაძის ქ. №15
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ვინ ვართ ჩვენ:

სკოლა "სადუნის" მიზანია, შევქმნათ განვითარებაზე ორიენტირებული და ემოციურად მხარდამჭერი გარემო ბავშვებისთვის. თუ ხარ მოტივირებული, მზრუნველი და ბავშვებზე ცენტრირებული - გელოდებით ჩვენს გუნდში.

კვალიფიკაცია:

** ჰქონდეს არანაკლებ პროფესიული განათლება;
** ფლობდეს ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის მე-5 საფეხურის პროფესიულ კვალიფიკაციას/უმაღლეს პროფესიულ კვალიფიკაციას სკოლამდელ აღზრდაში;
** ფლობდეს პროფესიულ კვალიფიკაციას აღმზრდელის, სკოლამდელი აღზრდის ან პედაგოგიკის მიმართულებით, ჰქონდეს აღმზრდელის, სხვა საგანმანათლებლო პერსონალის ან ჯგუფის დამხმარე პერსონალის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2-წლიანი გამოცდილება.

კომპეტენციები:

** ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტებისა და
** რეგულაციების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
** საგანმანათლებლო პროცესის წარმართვის პრინციპების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
** ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების ცოდნა;
** ბავშვთა ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის
** პრინციპების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
** ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფის პრინციპების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
** პროექტის შემუშავების და განხორციელების უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** ოჯახთან და თემთან თანამშრომლობის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** საოფისე პროგრამებისა (Word, Power Point) და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;

ფუნქციები:

** პასუხს აგებს თითოეული ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე.
** იცავს ჯანმრთელობასთან, უსაფრთხოებასთან, ჰიგიენასა და კვებასთან
** დაკავშირებულ სტანდარტებსა და რეგულაციებს.
** აკვირდება თითოეული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების წესებიდან გამომდინარე, მიმართავს შესაბამის დაწესებულებას, ასევე პირველადი გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია ბავშვისათვის დახმარების გაწევა.
** დილით, სკოლის ფოიეში ხვდება აღსაზრდელებს და საღამოს აცილებს მათ.
** ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურების გათვალისწინებით აღმზრდელთან ერთად წარმართავს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესს.
** სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვასა განხორციელების პროცესში თითოეული ბავშვის ჰოლისტური და მრავალმხრივი განვითარების უზრუნველსაყოფად მჭიდროდ თანამშრომლობს ჯგუფში მომუშავე აღმზრდელთან და/ან სხვა საგანმანათლებლო პერსონალთან.
** აღმზრდელთან ერთად სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესს წარმართავს დამტკიცებული კურიკულუმის შესაბამისად.
** აღმზრდელთა ერთად სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისას იყენებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო სტრატეგიებს.
** აღმზრდელთა ერთად საგანმანათლებლო გარემოს მოწყობის დროს იყენებს სწავლის უნივერსალური დიზაინის პრინციპებს;
** თითოეული ბავშვის საჭიროებიდან, შესაძლებლობიდან, განვითარების დონიდან გამომდინარე აღმზრდელთა ერთად ქმნის/ადაპტირებას უკეთებს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო გარემოს და იყენებს შესაბამის სტრატეგიებს.
** მონაწილეობას იღებს მულტიდისციპლინური გუნდის (ასეთის არსებობის შესახებ) მუშაობაში.
** აღმზრდელთა ერთად საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვისთვის ქმნის ინდივიდუალური განათლებისა და განვითარების გეგმას.
** აღმზრდელთა ერთად უზრუნველყოფს თითოეული ბავშვის აქტიურ ჩართვას სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის სხვადასხვა ეტაპის დაგეგმვასა და წარმართვაში (მაგ: აღმზრდელთან ერთად ქმნის საგანმანათლებლო რესურსებს, ადგენს დღის განრიგს, ჯგუფის წესებს და ა.შ.).
** აღმზრდელთან შეთანხმებით სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის ყოველდღიურ განრიგში ითვალისწინებს, როგორც შენობაში, ისე ეზოში განსახორციელებელ ფიზიკურ საქმიანობებს.
** აღმზრდელთან შეთანხმებით თითოეული ბავშვის ოჯახთან და თემთან რეგულარული თანამშრომლობისას მიმართავს ეფექტური კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმებსა და სტრატეგიებს.
** იყენებს თემში არსებულ რესურსებს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისას.
** ორგანიზებულად გადასცეს ბავშვები მის აღმზრდელს, პასუხს აგებს სასწავლო ნივთების, ხელსაწყოებსა და ჯგუფის მთელი ქონების დაცვა-შენახვაზე;
** უზრუნველყოფს სისუფთავეს თავის ჯგუფში და მონაწილეობას ღებულობს პერსონალთან ერთად შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის გენერალურ დასუფთავებაში.
** ეხმარება ბავშვების სისუფთავისა და ჰიგიენის დაცვაში.
** კვების პროცესში აორგანიზებს მაგიდების გაწყობას და ალაგებას.
** აორგანიზებს ჯგუფის ოთახების წმენდასა და წესრიგის შენარჩუნებას.
** დღის განმავლობაში ზრუნავს ბავშვების უსაფრთხოებაზე.
** ეხმარება აღმზრდელს რესურსების ორგანიზებაში.
** ეხმარება აღმზრდელს აღსაზრდელთა ეზოში და კურიკულუმით განსაზღვრულ სხვადასხვა ადგილას გაყვანაში.
** წელიწადში ორჯერ დაესწროს ბაღის ადმინისტრაციის მიერ დაორგანიზებულ პროფესიული განვითარების ტრენინგებს.

სამუშაო დატვირთვა:

კვირაში 5 დღე, 40 სამუშაო საათი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: schoolsaduni.edu@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე