მზარეული (ბურგერი) ღამის სმენაში.
"Burger Space" აცხადებს ვაკანსიას გამოცდილების მქონე მზარეულის (ბურგერი) პოზიციაზე ღამის ცვლაში.
სამუშაო გრაფიკი: დღეში 8 საათი, 17.00-01.00/19.00-03.00 კვირაში 5 დღე, თვეში 22-23 დღე.
ანაზღაურება: საათობრივი, გამოსაცდელი ვადის პერიოდში 8 ლარი საათში. გამოსაცდელი ვადის შემდეგ - 9 ლარი საათში. საშუალოდ 1500-1700 ლარი თვეში.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე, მცხეთის ქ.N5
ძირითადი მოვალეობები:
** უზრუნველყოს შეკვეთების მომზადება დადგენილი რეცეპტების მიხედვით, სტანდარტების სრული დაცვითა და მინიმალური დანაკარგით,
** აკონტროლოს საჭირო პროდუქტის ხარისხის კონტროლი, ვარგისიანობა და სასაწყობე რაოდენობა,
** უზრუნველყოს სამზარეულოს დანადგარებისა და აღჭურვილობის მონიტორინგი,
** სამუშაო დღის დაგეგმვა,
** მკაცრად აკონტროლოს, რომ ყველა სამუშაო შესრულებულია ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით,
** აკონტროლოს ყველა შეკვეთის დროულად/ხარისხიანად დამზადება და მიწოდება,
** Ⴑამუშაო დღის დასასრულს სამზარეულოს ინვენტარის მოწესრიგება და დასუფთავება.
საჭირო უნარები:
** ბურგერის მომზადების ტექნოლოგიის კარგად ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 - წლიანი გამოცდილება და პროცესის სპეციფიკის კარგად ფლობა.
** სიახლეებისა და კრეატიული მიგნებებისადმი მზადყოფნა და მოტივაციის ქონა
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უმაღლეს დონეზე დაცვა
** გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: burgerspace.ge@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 772 377 (ოთო) და სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|