Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ლუქსიო
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
ჩვენ შესახებ

"Luxio Georgia" 2021 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წარმოადგენს საერთაშორისო პროფესიონალური ბრენდების ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში.

ჩვენი მთავარი მიმართულებაა "Luxio" — კანადური ბრენდი "Akzentz"-ის პროფესიონალური გელების სისტემა, რომელიც განკუთვნილია ფრჩხილის პროფესიონალური მოვლისთვის და გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და პროფესიონალური სტანდარტებით. "Luxio"-ს პროდუქტები საქართველოში მიეწოდება პროფესიონალურ სილამაზის სალონებსა და ფრჩხილის ინდუსტრიის სპეციალისტებს.

ჩვენი პორტფოლიოს მეორე მიმართულებაა იტალიური დერმატოკოსმეტოლოგიური ბრენდი "StraDerm", რომელიც აერთიანებს კანის მოვლისა და პროფესიონალური დერმატოკოსმეტოლოგიის პროდუქტებს, მათ შორის დამატენიანებელ კრემებს, ფრჩხილის მოვლისა და გამაძლიერებელ ლაქებს და სხვა სპეციალიზებულ პროდუქტებს.

კომპანია ასევე წარმოადგენს "Leibour8"-ის — სუნამოების ბრენდის — ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში და მომავალში გეგმავს პორტფოლიოს გაფართოებასა და სხვა საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურად წარმოდგენას საქართველოს ბაზარზე.

ჩვენი მთავარი მიზანია "Luxio"-ს, "StraDerm"-ის, "Leibour8"-ისა და ჩვენი სხვა ბრენდების განვითარება და პოპულარიზაცია საქართველოს ბაზარზე, ასევე პროფესიონალებისა და მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის, ეფექტური და სანდო პროდუქტების შეთავაზება.

"Luxio Georgia" ეძებს გაყიდვების მენეჯერს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის წევრი და აქტიურად ჩაერთვება კომპანიისა და ჩვენი ბრენდების განვითარებაში.

პოზიციის ძირითადი მოვალეობები

** ახალი პარტნიორი სალონების, პროფესიონალებისა და კლიენტების მოძიება;
** არსებული კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება და განვითარება;
** გაყიდვების ზრდა და დასახული მიზნების შესრულება;
** პოტენციურ და არსებულ პარტნიორებთან შეხვედრების დაგეგმვა და ჩატარება;
** პროდუქტებისა და ბრენდების შესახებ პროფესიონალური ინფორმაციისა და კონსულტაციის მიწოდება;
** ახალი პროდუქტებისა და ბრენდების ბაზარზე განვითარებისა და პოპულარიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
** გაყიდვების პროცესის მართვა და მიღწეული შედეგების მონიტორინგი;
** ბაზრისა და მომხმარებლის საჭიროებების შესწავლა და ახალი გაყიდვების შესაძლებლობების გამოვლენა.

ჩვენი მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** გაყიდვებზე ორიენტირებული აზროვნება და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ახალი კლიენტების მოძიებისა და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სილამაზის, კოსმეტოლოგიის, დერმატოკოსმეტოლოგიის ან პროფესიონალური ბიუთი ინდუსტრიის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
** სასურველია კანდიდატი იყოს ქალი, რომელსაც აქვს ინტერესი სილამაზისა და პრემიუმ ბრენდების სფეროს მიმართ.

ჩვენ გთავაზობთ

** მუშაობას განვითარებად და პროფესიონალურ კომპანიაში;
** პრემიუმ საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის შესაძლებლობას;
** ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსურ სისტემას;
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** საინტერესო და დინამიკურ სამუშაო პროცესს საერთაშორისო ბრენდებთან.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-20:00

თუ ხარ აქტიური, კომუნიკაბელური, მიზანდასახული და გსურს განვითარდე გაყიდვების მიმართულებით პრემიუმ სილამაზისა და პროფესიონალური კოსმეტიკის ინდუსტრიაში, მოხარული ვიქნებით, გახდე ჩვენი გუნდის წევრი.

გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: info@luxiogel.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე