Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: გ. ზარნაძის იურიდიული კომპანია
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალოს ტერიტორია (ბიზნეს ცენტრი)
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ (დისტანციურად მუშაობა არ განიხილება)
შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი ხელზე + ერთჯერადი ბონუსი 10% + ულიმიტო სასაუბრო დრო.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (გამოსაცდელი ვადა სრულად ანაზღაურებადია) გამოსაცდელი ვადის შემდეგ ფიქსირებული ხელფასი 2000 ლარი ხელზე + ერთჯერადი ბონუსი 20% + ულიმიტო სასაუბრო დრო + ჯანმრთელობის დაზღვევა.

დამსაქმებელი კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდზე https://www.zlf.com.ge/ ასევე Facebook გვერდზე: Giorgi Zarnadze Law Firm. TikTok: Giorgi Zarnadze Law Firm

ძირითადი მოვალეობები:

** გამავალი სატელეფონო ზარების განხორციელება და კომპანიის სერვისის შეთავაზება პოტენციური მომხმარებლისთვის.
** პოტენციური კლიენტების მოძიება.
** პრეზენტაციების ვერბალურად ჩატარება.
** სარეკლამო და საპრეზენტაციო მასალების გაგზავნა.
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და შეხვედრების ჩანიშვნა.

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური ან რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა (სასურველია)
** შესაბამის ან მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი (სავალდებულოა)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა)
** მართვის მოწმობა (სასურველია და ჩაითვლება უპირატესობად)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: lawfirmofgiorgizarnadze@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე