"საქართველოს სამართლის ექსპერტები" აცხადებს ვაკანსიას უფროსი იურისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალოს ტერიტორია (ბიზნეს ცენტრი).
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი. ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ (დისტანციურად ან შეთავსებით მუშაობა არ განიხილება)
შრომის ანაზღაურება: 2500 (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია სრულად). გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ ანაზღაურება 3000 ლარი ხელზე + ულიმიტო სასაუბრო დრო + ჯანმრთელობის დაზღვევა
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის კლიენტებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა.
** წარმომადგენლობის განხორციელება ყველა ინსტანციის სასამართლოსა და არბიტრაჟში.
** სხვადასხვა სახის კორესპონდენციების წარმოება.
** სხვადასხვა სახის საპროცესო დოკუმენტების შედგენა/ანალიზი (სარჩელი, შუამდგომლობა და ა.შ)
** კომპანიების წარმომადგენლობა საჯარო რეესტრსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში
** სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოება
** კომპანიის დირექტორის მიერ გაცემული სხვა პროფილური დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით (სავალდებულოა) სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება.
** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით (ჩაითვლება უპირატესობად)
** სასამართლო დავების კუთხით მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი (სასურველია).
** ინგლისური ენის ცოდნა არ არის სავალდებულო, მაგრამ ჩაითვლება უპირატესობად.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა)
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: legalexperts2023@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
|