Робота для біженців з України
ანაზღაურებადი სტაჟირება იურისტებისთვის
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება იურისტებისთვის
მომწოდებელი: გ. ზარნაძის იურიდიული კომპანია
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იურისტებისთვის.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00სთ)
სამუშაო ადგილი: საქართველო, ქალაქი თბილისი, საბურთალოს ტერიტორია (ბიზნეს ცენტრი).
ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო.
ვაკანტური ადგილი - 4 სტაჟიორი (2 სტაჟიორი კორპორატიული იურისტის ასისტენტი. 2 სტაჟიორი ადვოკატის თანაშემწე)
სტაჟირების ვადა: 6 თვე (სრულად ანაზღაურებადია) სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ, კანდიდატები დაინიშნებიან უმცროსი იურისტის პოზიციაზე (გამოსაცდელი ვადის გარეშე, 1 წლიანი შრომითი ხელშეკრულებით) და ექნებათ ანაზღაურება 1500 ლარი (ხელზე ასაღები) + ულიმიტო სასაუბრო დრო + ჯანმრთელობის დაზღვევა.

დამსაქმებელი კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდზე https://www.zlf.com.ge/ ასევე Facebook გვერდზე: Giorgi Zarnadze Law Firm. TikTok: Giorgi Zarnadze Law Firm

ძირითადი მოვალეობები:

** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** სასამართლო წარმომადგენლობა
** კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან.
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია.
** სხვადასხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრიატის სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება)
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა)
** რუსული ან ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (სასურველია)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: lawfirmofgiorgizarnadze@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე